Baby Bag

„ეს არ არის მკვლელი ვირუსი, არც რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს, ვიდრე ბანალური გრიპი“ - ექიმი

„ეს არ არის მკვლელი ვირუსი, არც რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს, ვიდრე ბანალური გრიპი“ - ექიმი

ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ტატო ჯახია სოციალურ ქსელში წერს, რომ იმ შეზღუდვებს, რაც დღეს ქვეყანაშია დაწესებული, არანაირი კავშირი არ აქვს ვირუსთან ბრძოლასთან. როგორც ექიმი აღნიშნავს, ეს ვირუსი არ არის მკლველი და არც არც რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს, ვიდრე ბანალური გრიპი. გთავაზობთ ტატო ჯახიას პოსტს უცვლელად:

„​მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ექიმი, არ შემიძლია არ დავწერო ეს: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირი კავშირი ვირუსთან ბრძოლას არ აქვს, იმას რომ:

1. ოჯახის წევრების ერთ მანქანაში ჯდომა აკრძალული აქვთ 3-ზე მეტ ადამიანს
2. ცოლ-ქმარს არ შეუძლია წინ დასხდნენ ერთად
3. ჩაკეტილ ქალაქებთან
4. თერმოსკრინინგთან
5. კომენდანტის საათთან
6. მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვასთან
7. ჩაკეტილ ქალაქებთან, სამხედროების დგომასთან
8. კარზე ან ბორბალზე 5 მლ. რაღაც ხსნარის მისხმასთან
9. ონლაინ ვაჭრობის აკრძალვასთან.

სამაგიეროდ, ეს ზომები ქმნის არაადამიანურ პირობებს ცხოვრებისთვის, აღატაკებს ხალხს და გაუსაძლის მდგომარეობაში აგდებს. ჩვენს ისედაც სავალალო მდგომარეობას კატასტროფულ ზიანს აყენებს. ეს კატასტროფული ზიანი წაიღებს ბევრ სიცოცხლეს, ბევრის სიცოცხლის ხარისხს კატასტროფულად გააუარესებს.

კორონავირუსის შესახებ:

1. ეს არ არის მკვლელი ვირუსი
2. არც რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს, ვიდრე ბანალური გრიპი. უკვე რამდენიმე კვლევა დაიდო, რომ ამ ვირუსის ლეტალობა მაქსიმუმ 0,5%-ია და არა ის მონაცემები, რასაც WHO „გვაბოლებდა“ და თავდაპირველად ვარაუდობდნენ. ამიტომაც მასშტაბურად იწყება შეზღუდვების ლიბერალიზაცია მთელს მსოფლიოში.

გამოსავალი:

  • უნდა გაუქმდეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შეზღუდვა
  • ადამიანებმა უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება ჰიგიენისა და სოციალური დისტანციის პირობებში, რომ შანსი დავიტოვოთ გადავურჩევთ ეკონომიკურ კატასტროფას და შიმშილს
  • მთავრობის ნამდვილი დახმარება იქნება, თუ შეამცირებენ გადასახადებს, გააუქმებენ აქციზებს, ხალხს დაუბრუნებენ საპენსიო დანაზოგს, გააუქმებენ ბევრ უაზრო სსიპ და აიპს, შეამცირებენ ბიუჯეტს. და არა ის შოუები, რასაც ახლა გვიდგამენ, რომელშიც სხვათა შორის, ჩვენს ფულს ხარჯავენ (ბიუჯეტი)
  • ძალიან გთხოვთ, ყველა დაფიქრდით ამაზე, სანამ შეუქცევად უბედურებას მივიღებთ!“ - წერს ტატო ჯახია.
    ​​

ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დე​დების ჯგუფი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ომიკრონს, შესაძლოა, ჰქონდეს უფრო მეტად გამოხატული სიმპტომატიკა, ხველა, ყელის ტკივილი...“ - ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა

„ომიკრონს, შესაძლოა, ჰქონდეს უფრო მეტად გამოხატული სიმპტომატიკა, ხველა, ყელის ტკივილი...“ - ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ომიკრონის დამახასიათებელ ნიშნებზე ისაუბრა:

„ომიკრონზე ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა. ხელახალი დაინფიცირების რისკები ამ შტამის დროს მაღალია. ის სწრაფად ვრცელდება. არის პოზიტიური ინფორმაციაც ომიკრონის შესახებ, რომ ის ნაკლებად აზიანებს ფილტვებს. მისი ფილტვებში გავრცელების სიჩქარე არის ათჯერ ნაკლები, ვიდრე დელტა შტამის და სხვა შტამების. ის ძირითადად ბრონქებსა და ზედა სასუნთქ გზებში ვრცელდება.“

„ომიკრონს, შესაძლოა, ჰქონდეს უფრო მეტად გამოხატული სიმპტომატიკა, ხველა, ყელის ტკივილი, მაგრამ არ განვითარდეს მძიმე ფილტვების ანთება, რაც კორონავირუსის მძიმე გართულებაა. აქედან არის ინფორმაცია, რომ ომიკრონმა, შესაძლოა, ხელი შეუწყოს პანდემიის დასასრულს,“ - აღნიშნულ საკითხე ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად