პიროტექნიკის არასრულწლოვანისათვის მიყიდვა იკრძალება და ადმინისტრაციული წესით დასჯადი ხდება - „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან აღნიშნულ ცვლილებებს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.
მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვანისათვის მიყიდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის - 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 200 ლარით დაჯარიმებას. აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის - 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 400 ლარით დაჯარიმებას.
კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს და საქმეებს იხილავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.