ონლაინ სწავლებიდან გამომდინარე მთელი დღე ვირტუალურ სივრცეში ყოფნა და გაკვეთილების მოსმენა/მომზადება საკმაოდ რთული და დამღლელი პროცესია არა მარტო მოსწავლეებისთვის, არამედ მათი მშობლებისთვისაც. დასვენების დღეები კი განტვირთვაა როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის.
12 და 26 მაისს, როგორც Momsedu.ge-მ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, ონლაინ სწავლებისგან დასვენების დღეა:
,,როგორც ყველა უქმე დღეს, ასევე 12 და 26 მაისს სკოლები ონლაინ სწავლებისგან დაისვენებენ,'' - განაცხადეს სამინისტროში.
რატომ არის 12 და 26 მაისი უქმე დღეები?
12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე;
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.