Baby Bag

18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები გაიხსნება

18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები გაიხსნება

,,18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები გაიხსნება,'' - აღნიშნულის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მოიხსნება შეზღუდვები სამი და მეტი ადმიანის შეკრების შესახებ, დახურულ და ღია სივრცეებში, თუმცა ძალაში რჩება სამზე მეტი ადამინიას გაადაგილების შეზღუდვა სატრანპორტო საშუალებით:

,,18 მაისიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური სამედიცინო ცენტრები, მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანის გადაადგილებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით,“ - დასძინა გიორგი გახარიამ.



შეიძლება დაინტერესდეთ