ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს. როგორც განცხადებაში სპორტსმენი აღნიშნავს, არ აპირებს ყოფილ მეუღლესთან საჯარო დისკუსიაში შესვლას და იმის მტკიცებას, რაც ნამდვილად არ ყოფილა.
„ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. რაც შეეხება, 22 მაისს განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ, ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე, ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემს შვილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ“, - აღნიშნულია მიმართვაში.
შეგახსნებთ, რომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი ედება არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუა განცხადებით, ჩოგბურთელი დანაშაულს არ აღიარებს.
„დადასტურდა, რომ კოვიდი აღწევს ადამიანის თავის ტვინში და აზიანებს მას,“ - პროფესორი გიორგი ფხაკაძე
პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში ჩატარებული უახლესი კვლევის შესახებ ისაუბრა:
„დადასტურდა, რომ კოვიდი აღწევს ადამიანის თავის ტვინში და აზიანებს მას.გერმანიაში და დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ დაზიანება არის 20-70% ყველა კოვიდ გადატანილში. საფრანგეთში, გერმანიაში და ესპანეთში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა რომ კოვიდი კლავს თავის ტვინის უჯრედებს.
არაერთი ათეული კვლევა ჩატარდა და კიდევ მიმდინარეობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამ კვლევების დასკვნა ერთია: კოვიდი აზიანებს ადამიანის თავის ტვინს.არ დაინფიცურდეთ კოვიდით, კოვიდი აზიანებს თავის ტვინს. აიცერით, რომ დაიცვათ თავის ტვინი.
გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, რომ არ დააზიანოთ თავის ტვინი.გაუფრთხილდით ჩვენს პატარებს, კოვიდი აზიანებს ბავშვების თავის ტვინს.
გვეყოს სირაქლემას პოზიციაში ყოფნა, მდგომარეობა უფრო რთულია, ვიდრე ეს ადრე ჩანდა. გრძელი კოვიდი კიდევ უფრო ვერაგი და ხანგრძლივი აღმოჩნდა. მოსახლეობის 90% უნდა იქნას აცრილი და ეს უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში. სხვა პრიორიტეტი ქვეყანაში ახლა არ უნდა იყოს. ქვეყანა იღუპება,, მომავალი იღუპება, შეიგნეთ.
უკან დასახევი გზა და ლოდინის დრო არ არის.ჩვენი სამეზობლოდან მხოლოდ თურქეთი არის სწორი მაგალითი და მივბაძოთ მას. არაპროფესიონალიზმი კლავს და აზიანებს თავის ტვინს,“ - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.