Baby Bag

„სასწავლო პროცესის შეჩერებას ჰქონდა აბსოლუტურად დასაბუთებული მნიშვნელობა“ - გიორგი გახარია

„სასწავლო პროცესის შეჩერებას ჰქონდა აბსოლუტურად დასაბუთებული მნიშვნელობა“ - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია პარლამენტში კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა სასწავლო პროცესის შეჩერების აუცილებლობაზე. მან ის მიზეზები განმარტა, რის გამოც შეწყდა სკოლებში სწავლა:

„სასწავლო პროცესის შეჩერებას ჰქონდა აბსოლუტურად დასაბუთებული მნიშვნელობა. მოგეხსნებათ, ჩვენი ოჯახების, ქართული ოჯახების სოციალური სტრუქტურა განსხვავდება ევროპული ოჯახების სტრუქტურისგან.​ ჩვენს ოჯახებში რამდენიმე თაობა ცხოვრობს ერთად და ამიტომ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ უფროსი თაობა დაგვეცვა იმ გადაცემისგან, რომელიც შეეძლოთ ბავშვებს სკოლიდან მოეტანათ ოჯახში. ბავშვები, რომლებსაც მარტივად გადააქვთ ეს ვირუსი, დიდი რისკი გამხდარიყვნენ უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება სკოლების დახურვის შესახებ,“ - აღნიშნა გიორი გახარია.

შეგახენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით სასწავლო პროცესი საქართველოში 2 მარტიდან შეწყდა და ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი სკოლის შენობებში სექტემბერში განახლდება.

„გარკვეული შეზღუდვები ისევ დაგვჭირდება, მათ შორის, ზოგიერთ პერიოდში სწავლის დროებით შეჩერე...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით საქართველოს, ზოგიერთ შემთხვევაში, მოუწევს მკაცრი შეზღუდვების გამეორება.​როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინა...
„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება, მანამდე გარკვეული წ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებისა და ბაღებისთვის გარკვეული წესები შემუშავდება. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამ საკითხ...

შეიძლება დაინტერესდეთ

ვის გაუკეთდება ,,ბუსტერ'' დოზა? - გადაწყვეტილება მიღებულია

ვის გაუკეთდება ,,ბუსტერ'' დოზა?  - გადაწყვეტილება მიღებულია

ვაქცინის მესამე დოზით აცრა 50 წლის ზემოთ ადამიანებს და მაღალი რისკის პროფესიების მქონე პირებს შეეძლებათ -  აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საბჭომ მხარი დაუჭირა ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრიდან ექვსი თვის შემდეგ 50 წლის ზემოთ პირებში. ასევე ნებისმიერი ასაკის პირებში, რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, ასევე მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც არის სამედიცინო პერსონალი, დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშრომლები“, - დასძინა თამარ გაბუნიამ.

წაიკითხეთ სრულად