პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრომ ეფექტურად შეძლო დისტანციური განათლების წესების დანერგვა.
მისივე თქმით, ეს მარტივი პროცესი არ ყოფილა:
„არ იყო ეს მარტივი და არ არის ეს იდეალური, მაგრამ თუ შევადარებთ მზადობის იმ დონეს, რომელიც იყო 4 მარტისთვის და რა გაკეთდა ერთ და ორ თვეში, ეს არის ის, რასაც მე ვეძახი - გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა და განათლების სამინისტრო ამისთვის არის ძალიან კარგი მაგალითი, რადგან განათლების სისტემაში ათობით ათასი პედაგოგი დღეს თავის მოსწავლეებთან მუშაობს დისტანციურად,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა „ტელესკოლაზე“ და აღნიშნა, რომ შეიძლება, პროექტი აკადემიურ საგანმანათლებლო ნაწილში არ იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი, მაგრამ მას აქვს უფრო მეტი დატვირთვა:
„მაიკროსოფტის“ გარდა, შეიქმნა სპეციალური ქართული პლატფორმა, რომელზეც ხდება საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და, რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანი „ტელესკოლა“, რომელმაც მეც ბავშვობა გამახსენა, რომელიც ასე პოპულარულია. რა თქმა უნდა, „ტელესკოლის“ ეფექტურობა შეიძლება, კლასიკური, აკადემიურ საგანმანათლებლო ნაწილში არ იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი, მაგრამ მას აქვს უფრო მეტი დატვირთვა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ დღეს ვართ პანდემიის პირობებში, ბრძოლაში და მთავარია, რომ ეს წელი არ გამოცხადდეს აკადემიურ წლად. ის მინიმუმი, რომელიც იყო საჭირო ამ მიზნის მისაღწევად, განათლების სამინისტრომ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთად შეძლეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტიზაციის პრობლემაზე და განაცხადა, რომ მთავრობა ამ მიმართულებით ეფექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებს:
„აქ გამოჩნდა კიდევ ერთი პრობლემა - ქვეყნის ინტრენტეტიზაციის დონე. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება დაგვიანებული იყოს, ინტერნეტიზაციის ნაწილში მთავრობა მიიღებს უაღრესად ეფექტურ გადაწყვეტილებებს,“ - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
დღეს, 27 მაისს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა. მან კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გატარებულ ზომებზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, დროა, ყველამ რეალურად შევაფასოთ და დადებითი მხრიდან შევხედოთ მასწავლებლის პროფესიას“ - ახალი პროექტი ,,მასწავლებლის ისტორია ფოტოგრაფის დღიურიდან''
პროფესიით ჟურნალისტის, გვანცა თვარაძის ინიციატივით, ახალი სოციალური ფოტოპროექტის – „მასწავლებლის ისტორია ფოტოგრაფის დღიურიდან“ განხორციელება დაიწყო.
პროექტი, საქართველოში ერთ-ერთ არაპოპულარულ – მასწავლებლის პროფესიას ეხება. პროექტის მონაწილეები ის მასწავლებლები არიან, რომლებმაც გადაწყვიტეს, მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში ასწავლონ. უმეტესობამ დატოვა ქალაქის სკოლები და უფრო რთული, თუმცა საინტერესო გზად, კარიერის გასაგრძელებლად, რეგიონის სკოლები მიიჩნია, სადაც ბავშვებს ყველაზე მეტად სჭირდებათ განათლების მაღალი ხარისხი და კვალიფიციური პედაგოგები.
მაღალმთიან რეგიონებში მკაცრ კლიმატურ პირობებთან შეგუება არც ისე მარტივია. სოფლის მასწავლებლებს რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება და მუშაობა.ზამთარში, დიდთოვლობის გამო, ხშირად ჩაკეტილ გზაზე გადაადგილება მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი, სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს, საცხოვრებელი პირობები საკმაოდ მძიმეა, მასწავლებელს კი იმ მცირე რესურსით უწევს მუშაობა, რასაც განათლების სისტემა სთავაზობს.
როგორც გვანცა ამბობს, ფოტოკადრებად რეალობის ასახვა თემის აქტუალობიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რადგან რეგიონებში და არა მარტო იქ, განათლების თემა საკმაოდ სერიოზულ გამოწვევად რჩება. „მაღალმთიან სოფლის სკოლაში სამუშაოდწასულმასწავლებელს ყველასგან განსხვავებული,საკუთარიისტორიააქვს.ჩემთვის, და ვფიქრობ, საზოგადოებისთვისაც,საინტერესოამათიდანახვაარამარტოპროფესიული, არამედყოველდღიური რაკურსითაც. პროექტისსაშუალებით წარმოვაჩენ არა მხოლოდ მათ ვიზუალურ მხარეს და ყოველდღიურობას,არამედტექსტურიისტორიებით, მცირეჩანახატებით თითოეულ მასწავლებელზე მოგითხრობთ“. დღეს გვანცა ჩვენი სტუმარია და პროექტის შესახებ უფრო დაწვრილებით გვიამბობს.
- პირველ რიგში, გაგვეცანი… როგორც ვიცი, პროფესიით ჟურნალისტი ხარ. როდის დაინტერესდი ფოტოგრაფიით?
- ფოტოგრაფიით ბავშვობიდან დავინტერესდი, ჩემს მეზობელს ჰქონდა ძველი, საბჭოთა ფოტოკამერა და თავად ამჟღავნებდა ფირებს. მოგეხსენებათ, როგორი პოპულარული იყო ეს მეთოდი 80-იან წლებში. ყოველთვის მაინტერესებდა პროცესი და მომწონდა ქაღალდზე აღბეჭდილი სახეები, რაც მისტიკას, ჯადოქრობას ჰგავდა ჩემს ბავშვურ წარმოსახვაში.
ჩემი პირველი სტატიის ჰონორარით, მშრალ ხიდზე, ძველი ფირის კამერა შევიძინე და ასე დაიწყო ახალი აღმოჩენების პერიოდი. რამდენიმე წლის შემდეგ, მივხვდი, რომ არ მყოფნიდა კამერის შესაძლებლობები და ცოდნა, ამიტომ დავიწყე ფოტოსკოლის ძებნა, სადაც თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას მივიღებდი. ასე აღმოვაჩინე იური მეჩითოვის და მაიკო დეისაძის ფოტოსახელოსნო, სადაც ფოტოგრაფიის შესახებ ჩემი შეხედულებები სრულიად შეიცვალა და სხვა რაკურსით დავიწყე ამ პროფესიაზე ფიქრი. ფოტოსკოლის დასრულების შემდეგ კი, უკვე ვთანამშრომლობ სხვადასხვა კერძო კომპანიასთან და მედიასაშუალებასთან.