Baby Bag

დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა - ნახეთ რა აქტივობებია დაგეგმილი

დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა - ნახეთ რა აქტივობებია დაგეგმილი

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე პირველად 1949 წელს აღინიშნა, თუმცა საუბარი მისი დაწესების შესახებ ჯერ კიდევ ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე, 1925 წელს ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის შესახებ საკითხებზე მსჯელობისას დაიწყო.

ნახეთ ​1 ივნისის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების კალენდარი ბმულზე - ​აქტივობები 

,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ახალმა თაობამ შეძლოს საკუთარი ოცნებების ასრუ...
„ქვეყნის მყოფადი დამოკიდებულია იმ მდგომარეობაზედ, რომელსაც მისცემენ ახალ თაობას“ - ილია ჭავჭავაძის ეს სიტყვები მკაფიოდ სახავს სახელმძღვანელო პრინციპს ნებისმიერი ხელისუფლებისათვის, საზოგადოების თითოეულ...
,,მართლა ძალიან მაგრად ვიღლები, მაგრამ ერთი რომ გამოექანება და ჩამეხუტება, ძალიან დიდ ენერ...
​,,მართლა ძალიან მაგრად ვიღლები, მაგრამ ერთი რომ გამოექანება და ჩამეხუტება, ძალიან დიდ ენერგიას იძლევიან'' - ირინა სარიშვილი ქალი, რომელმაც 6 ბავშვი იშვილა.ნახეთ ვიდეო ☝და არ დაგავიწყდეთ!!!​

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება,“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მოლოდინი, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერშიც ვერ განახლდეს. როგორც მან ონლაინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იმედოვნებენ, რომ შემოდგომის დასაწყისი კორონავირუსთან დაკავშირებით მშვიდი იქნება:

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში შესაძლოა, სწავლა ვერ განახლდეს. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით. როდესაც აღვნიშნეთ, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს (ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი), ამან ვნებათაღელვა გამოიწვია. თუ ჩვენ არ გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება ზამთრისათვის, თუ არ გვექნება ვაქცინა (რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ზამთრისთვის დედამიწის მოსახლეობისთვის იყოს), რა თქმა უნდა, დიდია ალბათობა, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის სჯობს მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ერთადერთ საშუალებად ისევ და ისევ პრევენციული ღონისძიებები რჩება, მათ შორის, ბავშვთა თავშეყრის ადგილებში. შემოდგომის სეზონიდან, როდესაც სრული დატვირთვით განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული მზაობა, რომ სწორად მოხდეს დაწესებულებელში ბავშვების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში. ამ დაწესებულებებში უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები, მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს კი უნდა გამოუმუშავონ ჰიგიენის დაცვის სწორი წესები”, - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

წაიკითხეთ სრულად