Baby Bag

დაჯარიმდებიან თუ არა პირბადის წესის დარღვევის გამო მოსწავლეები?

დაჯარიმდებიან თუ არა პირბადის წესის დარღვევის გამო მოსწავლეები?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პირბადის წესის დარღვევის გამო 16 წლამდე ასაკის პირები არ დაჯარიმდებიან.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა რეზო არველაძემ დასვა საკითხი, შეეხებათ თუ არა ბავშვებს პირბადის წესის დარღვევის გამო, ჯარიმები.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ კი განმარტა, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იწყება 16 წლის ასაკიდან და შესაბამისად 16 წლამდე პირს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:

„რაც შეეხება განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესი ჯერ არ არის ნებადართული და დისტანციურ რეჟიმზე არის ეს ყველაფერი გადასული. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად სწორად და გათვლილად მოვახდენთ რეგულაციების ადაპტირებას შემდგომშიც, თუკი ეს დაგვჭირდება. ეს არ არის რეგულაცია, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ვინმე სკოლის მოსწავლე დააჯარიმოს. 16 წლის ასაკიდან ადმინისტრაციული სამართალი ცნობს პასუხისმგებლობის დაკისრებას, ყველამ უნდა გაითავისოს ეს,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

წყარო: ​1tv.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ'' - პაატა იმნაძე კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი დამაიმედებელი ვაქცინის შესახებ საუბრობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მესამე ფაზაში ვაქცინა ძალიან დიდ რაოდენობაზე იყო გამოცდილი, ეფექტიანობამ კი მაღალი შედეგი აჩვენა. ჟურნალისტის კითხვას, რომ ნაჩქარევად შექმნილმა ვაქცინამ ხალხში შესაძლოა, უნდობლობა გამოიწვიოს, პაატა იმნაძემ შემდეგნარიად უპასუხა - ,,ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ''.

მან ასევე ისაუბრა, დღეს არსებულ ეპიდსიტუაციასა და აღნიშნა, რომ მოსაზრება, თითქოს, რაც უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება COVID-19-ით, ვირუსი ძალას კარგავს, არ არის რეალური. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წაიკითხეთ სრულად