Baby Bag

დაჯარიმდებიან თუ არა პირბადის წესის დარღვევის გამო მოსწავლეები?

დაჯარიმდებიან თუ არა პირბადის წესის დარღვევის გამო მოსწავლეები?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პირბადის წესის დარღვევის გამო 16 წლამდე ასაკის პირები არ დაჯარიმდებიან.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა რეზო არველაძემ დასვა საკითხი, შეეხებათ თუ არა ბავშვებს პირბადის წესის დარღვევის გამო, ჯარიმები.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ კი განმარტა, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იწყება 16 წლის ასაკიდან და შესაბამისად 16 წლამდე პირს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:

„რაც შეეხება განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესი ჯერ არ არის ნებადართული და დისტანციურ რეჟიმზე არის ეს ყველაფერი გადასული. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად სწორად და გათვლილად მოვახდენთ რეგულაციების ადაპტირებას შემდგომშიც, თუკი ეს დაგვჭირდება. ეს არ არის რეგულაცია, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ვინმე სკოლის მოსწავლე დააჯარიმოს. 16 წლის ასაკიდან ადმინისტრაციული სამართალი ცნობს პასუხისმგებლობის დაკისრებას, ყველამ უნდა გაითავისოს ეს,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

წყარო: ​1tv.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

კორონავირუსით ინფიცირების რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა? - დღევანდელი სტატისტიკა

კორონავირუსით ინფიცირების რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა? - დღევანდელი სტატისტიკა

ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 5 021 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნულის ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 041 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების 58 შემთხვევა დაფიქსირდა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.84% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.57%.

25 აგვისტოს მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 038 292 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 719 380 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.2%

სრულად ვაქცინირებულია 318 912 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 11.2%

24 აგვისტოს აიცრა 28 196 ადამიანი.

წაიკითხეთ სრულად