Baby Bag

დაჯარიმდებიან თუ არა პირბადის წესის დარღვევის გამო მოსწავლეები?

დაჯარიმდებიან თუ არა პირბადის წესის დარღვევის გამო მოსწავლეები?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პირბადის წესის დარღვევის გამო 16 წლამდე ასაკის პირები არ დაჯარიმდებიან.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა რეზო არველაძემ დასვა საკითხი, შეეხებათ თუ არა ბავშვებს პირბადის წესის დარღვევის გამო, ჯარიმები.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ კი განმარტა, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იწყება 16 წლის ასაკიდან და შესაბამისად 16 წლამდე პირს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:

„რაც შეეხება განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესი ჯერ არ არის ნებადართული და დისტანციურ რეჟიმზე არის ეს ყველაფერი გადასული. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად სწორად და გათვლილად მოვახდენთ რეგულაციების ადაპტირებას შემდგომშიც, თუკი ეს დაგვჭირდება. ეს არ არის რეგულაცია, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ვინმე სკოლის მოსწავლე დააჯარიმოს. 16 წლის ასაკიდან ადმინისტრაციული სამართალი ცნობს პასუხისმგებლობის დაკისრებას, ყველამ უნდა გაითავისოს ეს,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

წყარო: ​1tv.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

,,თუ გვინდა, რომ ახალი, ადვილად გადამდები ვირუსის წინააღმდეგ თავი უკეთ დავიცვათ, უნდა ვატაროთ ორმაგი ნიღაბი''

,,თუ გვინდა, რომ ახალი, ადვილად გადამდები ვირუსის წინააღმდეგ თავი უკეთ დავიცვათ, უნდა ვატაროთ ორმაგი ნიღაბი''
,,თუ ჩვენ გვინდა, რომ ახალი, ადვილად გადამდები ვირუსის წინააღმდეგ თავი უკეთ დავიცვათ, უნდა ვატაროთ ორმაგი ნიღაბი. პირველი ფენა უნდა იყოს სამედიცინო ნიღაბი და ზედა ფენად შეიძლება, ადამიანმა ატაროს ნაჭრის ნიღაბი, რომელმაც სრულად უნდა დაფაროს სამედიცინო პირბადე,'' - აღნიშნულის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. 

მისი თქმით, პირბადე დღეში რამდენჯერმე უნდა გამოცვალოთ, ნიღბის ეფექტურობა სამი-ოთხი საათია.

უფრო დეტალურად, თუ რა შემთხვევაშია სასურველი ორი ნიღბის გამოყენება და ვინ როგორი უნდა ატაროს ის ინფიცირებისგან თავდასაცავად, ნახეთ ვიდეო ☝️


წაიკითხეთ სრულად