Baby Bag

დაჯარიმდებიან თუ არა პირბადის წესის დარღვევის გამო მოსწავლეები?

დაჯარიმდებიან თუ არა პირბადის წესის დარღვევის გამო მოსწავლეები?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პირბადის წესის დარღვევის გამო 16 წლამდე ასაკის პირები არ დაჯარიმდებიან.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა რეზო არველაძემ დასვა საკითხი, შეეხებათ თუ არა ბავშვებს პირბადის წესის დარღვევის გამო, ჯარიმები.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ კი განმარტა, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იწყება 16 წლის ასაკიდან და შესაბამისად 16 წლამდე პირს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:

„რაც შეეხება განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესი ჯერ არ არის ნებადართული და დისტანციურ რეჟიმზე არის ეს ყველაფერი გადასული. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად სწორად და გათვლილად მოვახდენთ რეგულაციების ადაპტირებას შემდგომშიც, თუკი ეს დაგვჭირდება. ეს არ არის რეგულაცია, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ვინმე სკოლის მოსწავლე დააჯარიმოს. 16 წლის ასაკიდან ადმინისტრაციული სამართალი ცნობს პასუხისმგებლობის დაკისრებას, ყველამ უნდა გაითავისოს ეს,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

წყარო: ​1tv.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

,,თუ ამ წერილს კითხულობთ, დამიკავშირდით ბათუმში წასვლამდე და მოგაკითხავთ, გვიანიც რომ იყოს''

,,თუ ამ წერილს კითხულობთ, დამიკავშირდით ბათუმში წასვლამდე და მოგაკითხავთ, გვიანიც რომ იყოს''

 ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პაციენტს ეძებს, რომელიც მას ელოდებოდა, შემდეგ კი ვეღარ იპოვა კლინიკაში:

,,დღეს ბათუმიდან იყვნენ ჩამოსულები, პატარა ბავშვი ჰყავდათ, გამონაყრით, ვერ მივიღე მაშინვე, ბევრი წინასწარ ჩაწერილი სიმსივნიანი პაციენტი იყო. შემდეგ ვეძებე კლინიკაში და ვეღარ ვნახე. თუ ამ წერილს კითხულობთ, დამიკავშირდით ბათუმში წასვლამდე და მოგაკითხავთ, გვიანიც რომ იყოს,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე. 

წაიკითხეთ სრულად