Baby Bag

დაჯარიმდებიან თუ არა პირბადის წესის დარღვევის გამო მოსწავლეები?

დაჯარიმდებიან თუ არა პირბადის წესის დარღვევის გამო მოსწავლეები?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პირბადის წესის დარღვევის გამო 16 წლამდე ასაკის პირები არ დაჯარიმდებიან.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა რეზო არველაძემ დასვა საკითხი, შეეხებათ თუ არა ბავშვებს პირბადის წესის დარღვევის გამო, ჯარიმები.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ კი განმარტა, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იწყება 16 წლის ასაკიდან და შესაბამისად 16 წლამდე პირს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:

„რაც შეეხება განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესი ჯერ არ არის ნებადართული და დისტანციურ რეჟიმზე არის ეს ყველაფერი გადასული. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად სწორად და გათვლილად მოვახდენთ რეგულაციების ადაპტირებას შემდგომშიც, თუკი ეს დაგვჭირდება. ეს არ არის რეგულაცია, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ვინმე სკოლის მოსწავლე დააჯარიმოს. 16 წლის ასაკიდან ადმინისტრაციული სამართალი ცნობს პასუხისმგებლობის დაკისრებას, ყველამ უნდა გაითავისოს ეს,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

წყარო: ​1tv.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლი გაიზრდა - დღევანდელი სტატისტიკა

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლი გაიზრდა - დღევანდელი სტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 626 058 , ბოლო 24 საათში - 2 228. 

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 596 380, ბოლო 24 საათში - 1 711 ადამიანი. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, ბოლო 24 საათში - 28, ჯამში 9 162  ადამიანია გარდაცვლილი. 

ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7%-ია, ბოლო 14 დღის - 5,63%, ბოლო 7 დღის - 5,61%. 

რაც შეეხება აცრებს, სულ ჩატარდა - 1 844 965 აცრა, დღიურად აცრილია - 7 815 ადამიანი. 


წაიკითხეთ სრულად