Baby Bag

დაჯარიმდებიან თუ არა პირბადის წესის დარღვევის გამო მოსწავლეები?

დაჯარიმდებიან თუ არა პირბადის წესის დარღვევის გამო მოსწავლეები?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პირბადის წესის დარღვევის გამო 16 წლამდე ასაკის პირები არ დაჯარიმდებიან.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა რეზო არველაძემ დასვა საკითხი, შეეხებათ თუ არა ბავშვებს პირბადის წესის დარღვევის გამო, ჯარიმები.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ კი განმარტა, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იწყება 16 წლის ასაკიდან და შესაბამისად 16 წლამდე პირს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:

„რაც შეეხება განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესი ჯერ არ არის ნებადართული და დისტანციურ რეჟიმზე არის ეს ყველაფერი გადასული. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად სწორად და გათვლილად მოვახდენთ რეგულაციების ადაპტირებას შემდგომშიც, თუკი ეს დაგვჭირდება. ეს არ არის რეგულაცია, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ვინმე სკოლის მოსწავლე დააჯარიმოს. 16 წლის ასაკიდან ადმინისტრაციული სამართალი ცნობს პასუხისმგებლობის დაკისრებას, ყველამ უნდა გაითავისოს ეს,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

წყარო: ​1tv.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

2021 წლის თებერვლამდე ვინც კოვიდი გადაიტანა, მათ განსაკუთრებით ვთხოვ, დაიჭირონ თადარიგი ვაქცინაციაზე

2021 წლის თებერვლამდე ვინც კოვიდი გადაიტანა, მათ განსაკუთრებით ვთხოვ, დაიჭირონ თადარიგი ვაქცინაციაზე

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას აცრის გაკეთებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. მისი თქმით, 2021 წლის თებერვლამდე ვინც კოვიდი გადაიტანა, მათ განსაკუთრებით უნდა დაიჭირონ თადარიგი ვაქცინაციაზე:

,,კოვიდის გადატანიდან >180 დღის შემდეგ დელტა (ინდური) ვარიანტით რეინფიცირების რისკი 1.5X გაზრდილია ალფა (ბრიტანული) ვარიანტთან შედარებით.

2021 წლის თებერვლამდე ვინც კოვიდი გადაიტანა, მათ განსაკუთრებით ვთხოვ, დაიჭირონ თადარიგი ვაქცინაციაზე.

სურვილის შემთხვევაში კოვიდის დადასტურებიდან 30 დღეში შესაძლებელია ვაქცინაციის ჩატარება.

აი-👍 და იყავი დაცული!'' - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.

წაიკითხეთ სრულად