Baby Bag

საქართველოში ყველაზე ხშირად ქალებს ქმრები, პარტნიორები, ყოფილი ქმრები ან ყოფილი პარტნიორები კლავენ - ომბუდსმენის ანგარიში

საქართველოში ყველაზე ხშირად ქალებს ქმრები, პარტნიორები, ყოფილი ქმრები ან ყოფილი პარტნიორები კლავენ - ომბუდსმენის ანგარიში

საქართველოში ყველაზე ხშირად ქალებს ქმრები, პარტნიორები, ყოფილი ქმრები ან ყოფილი პარტნიორები კლავენ - აღნიშნულის შესახებ ომბუდსმენის ​ფემიციდის მონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიში 2014-2018 წლებს მოიცავს.

საქართველოს სახალხო დამცველის გენდერის დეპარტამენტმა ფემიციდის და ფემიციდის მცდელობის სულ 83 საქმე გააანალიზა. გაანალიზებული 83 საქმიდან 44 ეხება მხოლოდ ფემიციდს, 38 - ფემიციდის მცდელობას, 1 საქმე ეხება როგორც ფემიციდს, ისე ფემიციდის მცდელობას.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ როგორც ფემიციდს, ისე ფემიციდის მცდელობას, ყველაზე ხშირად ქალის მიმართ ჩადიან ქმრები/პარტნიორები, ყოფილი ქმრები/პარტნიორები ან შეყვარებულები 15, მიუხედავად იმისა, ცხოვრობდნენ თუ არა ისინი ოდესმე ერთად ან თანაუგრძნობდა თუ არა მსხვერპლი მათ.

ფემიციდის ჩადენის ან მცდელობის მოტივი კი ძირითადად შურისძიებაა. 

ანგარიშში აღნიშულია, რომ სახალხო დამცველი იყენებს ფემიციდის შემდეგ განმარტებას: ,,ფემიციდი არის გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა, ანუ ქალის მკვლელობა, რომლის ჩადენის მოტივი ან კონტექსტი დაკავშირებულია ქალის მიმართ გენდერულ ძალადობასთან, დისკრიმინაციასთან, ან ქალის დაქვემდებარებულ როლთან, რაც გამოიხატება ქალზე უფლებების ქონის სურვილით, ქალთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით, მისი ქცევის კონტროლით, ან მის გენდერთან დაკავშირებული სხვა მიზეზით, ასევე, ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანა ზემოაღნიშნული მიზეზებით.''

შეიძლება დაინტერესდეთ

ივნისში მაშველებმა 14 არასრულწლოვანი გადაარჩინეს

ივნისში მაშველებმა 14 არასრულწლოვანი გადაარჩინეს

ივნისის მონაცემებით, საქართველოს წყლებზე მაშველებმა 45 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის, 14 არასრულწლოვანი და 11- უცხოეთის მოქალაქე, - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„თითო გადარჩენა გმირული საქციელია და ხშირად ამ გმირობის უკან ერთ მაშველზე მეტი დგას. ჩვენ ვიცნობთ ჩვენს გმირებს, თქვენც იცნობდეთ“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში.

წაიკითხეთ სრულად