Baby Bag

6 ივლისიდან ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც იქნება შესაძლებელი

6 ივლისიდან ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც იქნება შესაძლებელი

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ივლისიდან დასაშვები ხდება ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე ორშაბათიდან გაიხსნება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმების შედეგად დადგენილ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებენ.

როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნასთან დაკავშირებით ეტაპობრივად მიიღებს.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2809 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 229 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება

განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„კორონავირუსი მისი ოჯახის წევრს დაუდასტურდა. მინისტრს არ აღენიშნება „კოვიდ-19“-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები და თავს კარგად გრძნობს.

მიხეილ ჩხენკელი საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს“, - აცხადებენ განათლების სამინისტროში.

წყარო: ​1TV.GE

წაიკითხეთ სრულად