Baby Bag

16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ პედაგოგებს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ პედაგოგებს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა გურჯაანის რაიონული პროკურატურის საჩივარი და სოფიო ნიკოლეიშვილის გარდაცვალების ფაქტზე, ბრალდებულ პედაგოგებს ნ.ს-ს და ვ.ქ-ს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის ექსკურსიაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, სკოლა „ალბიონის“ პედაგოგების ნ.ს.-ს და ვ.ქ.-ს მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულვებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ნაპირზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

აღსანიშნავია, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ნ.ს. და ვ.ქ. აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა, რაც პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა და ბრალდებულებს გირაო 5000 ლარის ოდენობით შეუფარდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გრძელდება,“ - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„6 მიზეზი რატომ არ ვარგა სკოლა და ერთი-ორიც მასწავლებლების შესახებ“ - ლაგოდეხში, ექსკურსია...
ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიის დროს ტრაგიკულად გარდაცვლილი 16 წლის გოგონა, სოფი ბერძენიშვილი ცნობილი ბლოგერის, სალომე ბარკერის და გახლდათ. სალომე სოციალურ ქსელში დის ბლოგს „6 მიზეზ...
„ტრაგედია ჩვენ თვალწინ დატრიალდა, თვითმხილველები ვართ და რეალობა ჩვენგან უნდა გაიგოთ“ - ლა...
ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიის დროს გარდაცვლილი 16 წლის სოფი ბერძენიშვილის კლასელები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ ღია წერილს, სადაც ტრაგედიის დეტალებს აღწერენ:„ტრაგედია, რომელიც გვტკ...
ნინოსხევში ექსკურსიის დროს მოსწავლის დახრჩობის საქმეზე 2 მასწავლებელს ბრალი წაუყენეს
საქართველოს პროკურატურამ არასახელმწიფო საერო სკოლა ,,ალბიონი”-ს პედაგოგებს ნ.ს.-ს და ვ.ქ.-ს ბრალდება წარუდგინა გულგრილობის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საქმე ეხება 2019 წ...

შეიძლება დაინტერესდეთ

ტრენინგი ქალთა საინიციატივო ჯგუფების ლიდერებისთვის

ტრენინგი ქალთა საინიციატივო ჯგუფების ლიდერებისთვის

25-27 მაისს ქალთა საინიციატივო ჯგუფების ლიდერები სტამბოლში შეიკრიბნენ. მათთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე „მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირება“. სამუშაო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ ქალები სხვადასხვა რეგიონიდან და თემიდან. ისინი პრაქტიკულად მონაწილეობენ სხვადასხვა პრობლემის ადვოკატირებაში, ამიტომაც მათთვის განსაკუთრებით სასარგებლო იყო ამ თემაზე მუშაობა.

მონაწილეებმა განიხილეს პრობლემების ხე, გაიმყარეს ცოდნა მიზნების, ამოცანების, მოსალოდნელი შედეგების ფორმულირების, ადვოკატირების სახეების და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. ბოლოს, მათ, თავიანთ თემში არსებული პრობლემებიდან შეარჩიეს მეტად პრიორიტეტული საკითხები და ჯგუფებში იმუშავეს.

დამოუკიდებლად შეადგინეს ადვოკატირების გეგმის ნიმუში დაწარმოადგინეს პრეზენტაციები.

საინიციატივო ჯგუფების ლიდერებმა ტრენინგზე შეიძინეს ახალი ცოდნა, უნარები, გამოცდილება, უკეთ გაიცნეს ერთმანეთი და სამომავლო გეგმებიც დასახეს.

R. 

წაიკითხეთ სრულად