სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ლია ჩხენკელი არ არის არცერთი საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებელი - განათლების სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის შესახებ დაწერილი კომენტარის ავტორზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაწერილი კომენტარის ავტორი ლია ჩხენკელი არ არის არცერთი საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებელი.
„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ თითოეული მოქალაქისთვის სრულიად მიუღებელ ინფორმაციას, რომელიც თითქოს საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ არის დაწერილი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული სოციალური ქსელის მფლობელი არ არის არცერთი საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებელი,“ - განუცხადეს MomsEdu.ge-ს განათლების სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ ლია ჩხენკელი, რომელსაც ფეისბუქზე მითითებული ჰქონდა, რომ პედაგოგია (თუმცა ამ ამბის შემდეგ მის პროფილზე ყველანაირი ინფორმაცია წაშლილია) გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული „მთავარი არხის“ გადაცემის მსვლელობისას კომენტარებში წერდა: „ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით”.
მის ამ კომენტარს საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რექცია მოჰყვა, რის შემდეგაც ლია ჩხენკელმა თავის ფეისბუქ გვერდზე განმარტება გააკეთა. მისი თქმით, უწიგნურის ნაცვლად უწყინარი უნდა დაეწერა. თუმცა მისი ეს პოსტი უკვე წაშლილია.
ამ განმარტების შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც იგი წერს, რომ ოჯახს და მთელს საზოგადოებას ძალიან დიდ ბოდიშს უმძიმესი მექანიკური შეცდომის გამო:
„ოჯახს და მთელს საზოგადოებას ვუხდი ძალიან დიდ ბოდიშს ამ უმძიმესი მექანიკური შეცდომის გამო. ჩემი პოზიცია თვალნათლივ ჩანს ყველა ჩემს სხვა კომენტარებში. ასე რომ, მე დავდე პოსტი, გამგები გაიგებს… მეტი რა გავაკეთო. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს,“ - წერს ლია ჩხენკელი.
,,ვებრძვი უმძიმეს დიაგნოზსს ძვლის სარკომას. ამავდროულად უსახსრობის გამო არსებობს კითხვა - გადავრჩები?''
27 წლის ლიკა ჩაკვეტაძე უმძიმეს სენს - ძვლის სარკომას ებრძვის. ლიკას საზოგადოების გვერდში დგომა სჭირდება:
,,მოგესალმებით ყველას. მე ვარ ლიკა ჩაკვეტაძე 27 წლის, პატარა ანამარიას დედა. ვებრძვი უმძიმეს დიაგნოზსს ძვლის სარკომას, ძვლის დაშლას. ყოველდღე გაუსაძლის ტკივილებს ვუძლებ. მეშინია ყოველი ნაბიჯის გადადგმის. მეშინია რომ ერთ დღესაც ჩემი ძალა გამოცლილი ფეხები ვეღარ გაუძლებს ამდენ ტკივილს და დაიშლება ერთი ნაბიჯით.! ძნელია ამ შიშით ცხოვრება. ძნელია იმაზე ფიქრი რომ კიბო მაქვს. ამავდროულად უსახსრობის გამო არსებობს კითხვები გადავრჩები? თუ ვერა? ჩემს შვილს დედობას გავუწევ? თუ ვერა? ეს ფიქრები მანადგურებს. გთხოვთ ნუ დამტოვებთ მაარტო ამხელა განსაცდელში. მე თქვენ მჭირდებით. #კიბო#განაჩენი#არ#არის 🙏🙏 გთხოვთ 🙏🙏🙏 დამიდექით გვერდში დამეხმარეთ. რომ შევძლო და დროულად დავამარცხო კიბო. რეკვიზეტები 👉 საქართველოს ბანკი პირადი ნომერი 33-00-106-2845 GE60GB0000000131319494 #მიმღები #თამთა#ფასიეშვილი👉 თიბისი ბანკი პირადი ნომერი 👉 25001018109 GE28TB7911645061100098 #მიმღები#დარეჯანი#სურმანიძე. 🙏🙏🙏 მადლობა ყველას თითეული ჩარიცხული ლარისთვის. თქვენი თანადგომით მე გადავრჩები. ამის მჯერა და მწამს...'' - აღნიშავს ლიკა.