Baby Bag

სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მცირეწლოვანი ბავშვი თელავში, ბავშვთა კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, ამიტომ ექიმებმა ვირუსზე ტესტი ჩაუტარეს.

ამ დროისთვის სოფელში ეპიდემიოლიგები მუშაობენ. 11 ადამიანს ბიოლოგიური ნიმუში უკვე გაგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში. პასუხები ცნობილი ხვალ დილით გახდება. მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. რაც შეეხება წყაროს, მისი დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.


შეიძლება დაინტერესდეთ

,,ეს ერთი პატარა რჩევა გამოგადგებათ'' - გიორგი ღოღობერიძე საინტერესო რჩევით

,,ეს ერთი პატარა რჩევა გამოგადგებათ'' - გიორგი ღოღობერიძე საინტერესო რჩევით

ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე კოვიდ 19-ის შემთხვევაში ანტიბიოტიკების მიღებაზე საუბრობს. 

ექიმი აღნიშნავს შემთხვევებს, თუ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა პაციენტმა ანტიბიოტიკი და როდის არა. 

იხილეთ ვიდეო ☝️

წყარო: რუსთავი 2

წაიკითხეთ სრულად