Baby Bag

არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს

არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს

პროკურატურამ სოფელ არაგვისპირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

„გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ.ფ. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრაობდა. სოფელ არაგვისპირთან ვ.ფ. შეეჯახა ქვეითად მოსიარულე, არასრულწლოვან ლ.ზ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა,“ - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

შეიძლება დაინტერესდეთ

სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს დისტანციური სწავლის რეჟიმში გადავლენ

სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს დისტანციური სწავლის რეჟიმში გადავლენ

,,ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს დროებით დისტანციური სწავლის რეჟიმში გადავლენ,'' - აღნიშნულის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. 

„მოგეხსენებათ საარჩევნო უბნები ზოგიერთ სკოლაშია განთავსებული, იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო, მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, დროებით დისტანციურ რეჟიმში გადავლენ. ეს არის იმისთვის, რომ არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდეს,'' - დასძინა განათლების მინისტრმა.

წაიკითხეთ სრულად