Baby Bag

200-ლარიან კომპენსაციას 17 წლის ჩათვლით ბავშვები მიიღებენ და თანხები 1-15 სექტემბრამდე ანაზღაურდება - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 200-ლარიან კომპენსაციას 17 წლის ჩათვლით ბავშვებიც მიიღებენ. მისივე თქმით, დახმარების მისაღებად ამოქმედდება პორტალი, სადაც შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა იქნება შესაძლებელი.

„პირველ რიგში, შევიტან შესწორებას - 17 წლის ჩათვლით ბავშვები მიიღებენ ამ კომპენსაციას. განცხადებების შევსებაზე და კონკრეტულ დოკუმენტაციაზე ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დაწყებული მუშაობა. ჩვენ ამ შემთხვევაშიც ვფიქრობთ, რომ დოკუმენტების ნუსხა უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, რათა ოპერატიულად მოხდეს თანხების ანაზღაურება ჩვენი ბავშვების კეთილდღეობისთვის. შემდეგ კვირაში მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას, ასევე ხელმისაწვდომს გავხდით პორტალს, სადაც მოხდება დოკუმენტაციის ატვირთვა და დარწმუნებული ვარ, რომ სწავლის დაწყებამდე, 1-15 სექტემბრამდე სრულად იქნება ანაზღაურებული თანხები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედე​ბი

თუ აქამდე ერთ ოთახში 20 ადამიანი იჯდა, ახლა ასე ვეღარ იქნება - ამირან გამყრელიძე სასწავლო...
„თუ აქამდე ერთ საკლასო ოთახსა და აუდიტორიაში 20 ადამიანი იჯდა, ახლა ასე ვეღარ იქნება,“ - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მ...
17 წლამდე ბავშვები ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ
საქართველოს 17 წლამდე მოქალაქეები სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.„...

შეიძლება დაინტერესდეთ

შემოდგომაზე სკოლებში სწავლის განახლება იქნება თუ არა უსაფრთხო? - პაატა იმნაძის განმარტება

შემოდგომაზე სკოლებში სწავლის განახლება იქნება თუ არა უსაფრთხო? - პაატა იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებში სწავლის განახლება უსაფრთხო იმ შემთხვევაში იქნება, თუ პედაგოგები და მშობლები აიცრებიან.

ბავშვი საიდანღაც ხომ ინფიცირდება? ბავშვი ინფიცირდება ოჯახში ან იქ, სადაც დადის. როგორც იცით, ბავშვების ვაქცინაცია ბევრ ქვეყანაში დაშვებულია 12 წლიდან. ჩინეთში საუბარია, რომ 3 წლიდანაც შეიძლება. მოგეხსენებათ, რომ ჩინეთს ჰყავს მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამანი აცრილი - მილიარდ-ნახევარი აცრა ჩატარებულია უკვე. როგორც კი ეს საერთაშორისო გაიდლაინებში შევა, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ჩვენთანაც შემოივიტანოთ. მანამდე გზა იმისთვის, რომ ბავშვები ავად არ გახდნენ, ისაა, რომ უფროსები აცრილები ვიყოთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

წაიკითხეთ სრულად