ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად დაუცველი და არის 150 ათას ქულამდე კატეგორიაში, სახელმწიფოს მხრიდან 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას მიიღებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 150 000 სოციალურ ქულამდე მყოფ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, რომელთაც სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეუჩერდათ, სახელმწიფო 1 წლის სწავლის საფასურს სრულად დაუფინანსებს.
პრემიერის განცხადებით, ჯამში ამ შეღავათებით საქართველოში ისარგებლებს 33 000-ზე მეტი სტუდენტი.
12 წლის ქართველმა ბიჭმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინულ „ვოისში“ ჟიური აატირა. მან სიმღერა „All by Myself“ შეასრულა და ჟიურის მოხიბვლა პირველივე წამებიდან შეძლო.
სიმღერის დასრულების შემდეგ ჟიური ცრემლებს ვერ იკავებდა. ჟიურის წევრებმა ალექსანდრეს დამატებით ქართული სიმღერის შესრულება სთხოვეს, რასაც დიდი ოვაციები მოჰყვა.
ალექსანდრე სოფელ რუისიდან არის. დედა დიასახლისია, მამა ტაქსის მძღოლი. ოჯახში სულ ექვსი ბავშვია.