17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა 1-ლი სექტემბრიდან დაიწყება; საბანკო დავალიანების მქონე პირებს აღნიშნული დახმარება არ ჩამოეჭრებათ, - შესაბამისი შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შედგა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
შეთანხმების შესაბამისად, თუ დახმარების ბენეფიციარს ბანკთან აქვს სასესხო ვალდებულება, მის დასაფარად, ბანკი კონკრეტულად აღნიშნულ სოციალურ დახმარებას არ მიმართავს. ამ საკითხთან დაკავშირებით ბანკებმა შესაბამის საოპერაციო დონეზე მუშაობა უკვე დაიწყეს.
18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი 200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღების მიზნით შექმნილ სპეციალურ პორტალზე - daxmareba.moh.gov.ge დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 742 000 ბავშვი და 442 000 მშობელი. სისტემაში რეგისტრაცია 2020 წლის 1-ლ დეკემბრამდე გრძელდება.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
,,ერთი საიმედო და კარგი ნიშანი ის არის, რომ...'' - პაატა იმნაძე დამაიმედებელ განცხადებას აკეთებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო თვეების განმავლობაში რვა პროცენტზე ჩამოვიდა კოვიდდადებითობის მაჩვენებელი.
„ერთი საიმედო და კარგი ნიშანი ის არის, რომ პირველად ამ ბოლო თვეების განმავლობაში რვა პროცენტზე ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი. ანუ 19 000-ზე ათასზე მეტი ტესტი გაკეთდა, იქიდან რაც იყო დადებითი არის დაახლოებით რვა პროცენტი. ეს პირველად მოხდა, რომ ჩვენ ჩამოვედით ათ პროცენტზე დაბლა გატესტილებიდან. ეს არის საიმედო მაჩვენებელი. მაგრამ, თავისთავად, 1 600 როდესაც არის ავადობა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ დაახლოებით 100-200 შემთხვევიდან ორ თვეში ავედით ხუთი ათასამდე. აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და უნდა ვიყოთ დარწმუნებულები იმაში, რომ პირველი თებერვლიდან, როცა გაიხსნება ბიზნესები და ბევრი გაიხსნება, ეს არ მოგვიტანს იმას, რომ ცოტა ხანში დავუბრუნდეთ დღეში ხუთიათასიან მაჩვენებელს“, - დასძინა პაატა იმნაძემ.