სკოლები 15 სექტემბრიდან გაიხსნება, საბავშვო ბაღები - 1-ლი ოქტომბრიდან, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე წერს.
ამასთან, როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, 15 სექტემბრიდან განაახლებენ მუშაობას კინოთეატრები, 1-ლი ოქტომბრიდან კი თეატრები გაიხსნება.
„კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივ ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს 1-ლი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს 2 სექტემბრიდან,“ - წერს გიორგი გახარია.
როგორ ამინდს უნდა ველოდოთ უახლოეს დღეებში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-18 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს, ხოლო 19-20 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
ქ. თბილისში დღეს, 17 თებერვალს შესაძლოა მცირე ნაელქი აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 18-20 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი კი +12, +14 გრადუსამდე გათბება.