სკოლები 15 სექტემბრიდან გაიხსნება, საბავშვო ბაღები - 1-ლი ოქტომბრიდან, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე წერს.
ამასთან, როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, 15 სექტემბრიდან განაახლებენ მუშაობას კინოთეატრები, 1-ლი ოქტომბრიდან კი თეატრები გაიხსნება.
„კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივ ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს 1-ლი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს 2 სექტემბრიდან,“ - წერს გიორგი გახარია.
,,სამივეს გვინდა სიცოცხლე ძალიან და რას არ მივცემდით ახლა აცრილები რომ ვიყოთ!''
,,ავიაკომუნიკატორის" პრეზიდენტი თამუნა თანდაშვილი მეორედ დაინფიცირდა კორონავირუსით. ის ამჟამად კლინიკაში იმყოფება და იქ არსებულ სიტუაციას პოსტში აღწერს:
,,20 დღეა კორონას ვებრძვი
მეორე შტამს, უფრო ვერაგსა და საშიშს, ვიდრე პირველი იყო.
ისევ რეანიმაციაში ვარ, დაფრიალებენ შავი პარკები, რეანიმაციებში კივიან აპარატები, ყველას სუნთქვა უნდა, მაგრამ ულიმიტო არ არის ადგილები ((( სიცოცხლეც რა ცოტა ყოფილა.
37 წლის მე, 65 წლის ვულკანი ქალი ინეზა და სასულიერო პირი- მამაო. ერთად ვცდილობთ გადარჩენას.
ვინ რა იცის ვინ ვიზე კეთილი, ლაღი, მკაცრი თუ თავისებური ადამიანები ვართ, რა გაგვიკეთებია ან რა უნდა გავაკეთოთ,
სამივეს გვინდა სიცოცხლე ძალიან და რას არ მივცემდით ახლა აცრილები რომ ვიყოთ!
სამივე ვიბრძვით დაუნდობლად, ექიმების ხელში ვართ, გულიკო ქილიფთარი მთელი თავისი გუნდით სიკვდილის დარაჯია, კლანჭებით უჭირავს ჩვენნაერი მშიშრები.
აცრილები რო ვიყოთ, ესე მძიმედ არ ვიქნებოდით. ინეზა მღერის, შვილიშვილი ელოდება, არ დათმობს არაფერს. ესეთი სევდიანი და ოპტიმისტური მელოდია აჩუმებს აგუგუნებულ აპარატებს ((((
არ მოგიწოდებთ, გთხოვთ რომ აიცრათ და აქ არ მოხვდეთ,'' - აღნიშნავს თამუნა თანდაშვილი.