სკოლები 15 სექტემბრიდან გაიხსნება, საბავშვო ბაღები - 1-ლი ოქტომბრიდან, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე წერს.
ამასთან, როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, 15 სექტემბრიდან განაახლებენ მუშაობას კინოთეატრები, 1-ლი ოქტომბრიდან კი თეატრები გაიხსნება.
„კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივ ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს 1-ლი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს 2 სექტემბრიდან,“ - წერს გიორგი გახარია.
,,თუ გვინდა, რომ ახალი, ადვილად გადამდები ვირუსის წინააღმდეგ თავი უკეთ დავიცვათ, უნდა ვატაროთ ორმაგი ნიღაბი''
,,თუ ჩვენ გვინდა, რომ ახალი, ადვილად გადამდები ვირუსის წინააღმდეგ თავი უკეთ დავიცვათ, უნდა ვატაროთ ორმაგი ნიღაბი. პირველი ფენა უნდა იყოს სამედიცინო ნიღაბი და ზედა ფენად შეიძლება, ადამიანმა ატაროს ნაჭრის ნიღაბი, რომელმაც სრულად უნდა დაფაროს სამედიცინო პირბადე,'' - აღნიშნულის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
მისი თქმით, პირბადე დღეში რამდენჯერმე უნდა გამოცვალოთ, ნიღბის ეფექტურობა სამი-ოთხი საათია.
უფრო დეტალურად, თუ რა შემთხვევაშია სასურველი ორი ნიღბის გამოყენება და ვინ როგორი უნდა ატაროს ის ინფიცირებისგან თავდასაცავად, ნახეთ ვიდეო ☝️