სკოლები 15 სექტემბრიდან გაიხსნება, საბავშვო ბაღები - 1-ლი ოქტომბრიდან, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე წერს.
ამასთან, როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, 15 სექტემბრიდან განაახლებენ მუშაობას კინოთეატრები, 1-ლი ოქტომბრიდან კი თეატრები გაიხსნება.
„კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივ ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს 1-ლი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს 2 სექტემბრიდან,“ - წერს გიორგი გახარია.
„200-ლარიანი დახმარების გაცემა დღეიდან იგეგმება, რაიმე შეფერხებას არ ველოდებით“ - თამარ გაბუნია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების გაცემა შეფერხების გარეშე განხორციელდება.
„200-ლარიანი დახმარებების გაცემა დღეიდან იგეგმება. ამ პროგრამაში არ ველოდებით რაიმე შეფერხებებს და ის წარიმართება ისე, როგორც დაგეგმილი იყო“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან, 1-ლი სექტემბრიდან იწყება.
18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი, 200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღების მიზნით შეიქმნა სპეციალურ პორტალზე -daxmareba.moh.gov.ge რეგისტრაცია 2020 წლის პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.