სკოლები 15 სექტემბრიდან გაიხსნება, საბავშვო ბაღები - 1-ლი ოქტომბრიდან, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე წერს.
ამასთან, როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, 15 სექტემბრიდან განაახლებენ მუშაობას კინოთეატრები, 1-ლი ოქტომბრიდან კი თეატრები გაიხსნება.
„კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივ ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს 1-ლი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს 2 სექტემბრიდან,“ - წერს გიორგი გახარია.
„იაპონიაში დღეს დაფიქსირდა კოვიდ-19-ით “0” სიკვდილიანობა. დიახ, ვირუსის მართვა და დამარცხება შესაძლებელია,“ - გიორგი ფხაკაძე
პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც კოვიდ-19-ის წარმატებული მართვის იაპონურ მაგალითზე ისაუბრა. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„იაპონიაში დღეს დაფიქსირდა კოვიდ-19-ით “0” სიკვდილიანობა. დიახ, არ გეშლებით, არავინ გარდაიცვალა. 126 მილიონიან ქვეყანაში არავინ გარდაცვლილა კოვიდისგან დღეს!
როგორ?მარტივად … მოსახლეობის 76% არის სრულად აცრილი (ფაიზერი/მოდერნა და თავიდან ასტრაზენეკაც ჰქონდათ), ასევე პირბადის ტარება არის სავალდებულო ყველგან და სოციალური დისტანცია არის ნორმა.
ვულოცავ იაპონიას და იაპონელ ხალხს. ეს ვერაგი ვირუსი დამარცხების გზაზეა იქ, სადაც არის საღი გონება, პრაგმატიზმი, სამშობლოს სიყვარული!დიახ, ვირუსის მართვა და დამარცხება შესაძლებელია!“ - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.