სკოლები 15 სექტემბრიდან გაიხსნება, საბავშვო ბაღები - 1-ლი ოქტომბრიდან, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე წერს.
ამასთან, როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, 15 სექტემბრიდან განაახლებენ მუშაობას კინოთეატრები, 1-ლი ოქტომბრიდან კი თეატრები გაიხსნება.
„კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივ ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს 1-ლი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს 2 სექტემბრიდან,“ - წერს გიორგი გახარია.
დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა - ნახეთ რა აქტივობებია დაგეგმილი
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე პირველად 1949 წელს აღინიშნა, თუმცა საუბარი მისი დაწესების შესახებ ჯერ კიდევ ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე, 1925 წელს ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის შესახებ საკითხებზე მსჯელობისას დაიწყო.
ნახეთ 1 ივნისის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების კალენდარი ბმულზე - აქტივობები