Baby Bag

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება. კოდექსი გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა, ინიციატორი პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძეა, რომელმაც კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მიზანმიმართულ ზრუნვას კარგი შედეგის მოტანა შეუძლია და ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ საკუთარი უფლებები.

„მათ ასევე უნდა იცოდნენ, რომ სხვებსაც აქვთ უფლებები და ბავშვებმა მათ უფლებებს პატივი უნდა სცენ. პატივი უნდა სცენ ოჯახს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს. სწორედ ეს ბალანსი ქმნის საბოლოო ჯამში სოლიდარობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ სისტემურად და არა ფრაგმენტულად“- განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, ის ამაყობს იმით, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსი ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმაა, რომელსაც ყველა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.

წყარო: ​i​medinews.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს ცაზე მეხის გავარდნასავით არის...“ - ცრუ კრუპის სიმპტომები, რომლებიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

„ეს ცაზე მეხის გავარდნასავით არის...“ - ცრუ კრუპის სიმპტომები, რომლებიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

კრუპი ეს არის კლინიკური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს ხმის ტემბრის შეცვლა, მყეფავი ხასიათის ხველის წარმოშობა და ჩასუნთქვის პროცესების გაძნელება. კრუპი არის ვირუსული ინფექციების თანმდევი პროცესი. ცრუ კრუპის დაწყება ხდება მოულოდნელად, ღამის საათებში...

როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ბავშვს ცრუ კრუპი განუვითარდა? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი ინგა მამუჩიშვილი საუბრობს. 

წაიკითხეთ სრულად