Baby Bag

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება. კოდექსი გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა, ინიციატორი პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძეა, რომელმაც კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მიზანმიმართულ ზრუნვას კარგი შედეგის მოტანა შეუძლია და ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ საკუთარი უფლებები.

„მათ ასევე უნდა იცოდნენ, რომ სხვებსაც აქვთ უფლებები და ბავშვებმა მათ უფლებებს პატივი უნდა სცენ. პატივი უნდა სცენ ოჯახს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს. სწორედ ეს ბალანსი ქმნის საბოლოო ჯამში სოლიდარობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ სისტემურად და არა ფრაგმენტულად“- განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, ის ამაყობს იმით, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსი ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმაა, რომელსაც ყველა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.

წყარო: ​i​medinews.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

​ბათუმში ბანაობა აკრძალულია, თუმცა მაინც ბანაობენ

​ბათუმში ბანაობა აკრძალულია, თუმცა მაინც ბანაობენ

„ბათუმში შტორმის გამო ბანაობა აკრძალულია, თუმცა მაინც ბანაობენ,“ - აღნიშნულის შესახებ პოსტს ქალაქ ბათუმის ფეისბუქ გვერდი აქვეყნებს. 

გთავაზობთ ფეისბუქ გვერდის მიერ გამოქვეყნებულ ​პოსტს უცვლელად:

„რადგან ყოველი მეორე შეტყობინება ბათუმის ამინდს ეხება, მოკლედ გეტყვით. 

წინა დღეები მოღრუბლული და წვიმიანი იყო, დღეს დილითაც ღრუბლიანი ამინდი გვქონდა, შემდეგ მზემ გამოანათა, ახლა კი ისევ წვიმს. 

ზღვაზე შტორმია, ბანაობა აკრძალულია, თუმცა როგორც ხედავთ, მაინც ბანაობენ... დღეს კი შავ ზღვაზე მაშველებმა 6 ადამიანი გადაარჩინეს!“

წაიკითხეთ სრულად