Baby Bag

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება. კოდექსი გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა, ინიციატორი პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძეა, რომელმაც კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მიზანმიმართულ ზრუნვას კარგი შედეგის მოტანა შეუძლია და ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ საკუთარი უფლებები.

„მათ ასევე უნდა იცოდნენ, რომ სხვებსაც აქვთ უფლებები და ბავშვებმა მათ უფლებებს პატივი უნდა სცენ. პატივი უნდა სცენ ოჯახს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს. სწორედ ეს ბალანსი ქმნის საბოლოო ჯამში სოლიდარობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ სისტემურად და არა ფრაგმენტულად“- განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, ის ამაყობს იმით, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსი ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმაა, რომელსაც ყველა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.

წყარო: ​i​medinews.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

„კარგი და საინტერესო სიახლე: კოვიდინფიცირებულ ბავშვებში ანტისხეულები საკმაოდ „სტაბილურად” ნარჩუნდება ინფიცირებიდან 6 თვის განმავლობაში,“- გიორგი ფხაკაძე

„კარგი და საინტერესო სიახლე: კოვიდინფიცირებულ ბავშვებში ანტისხეულები საკმაოდ „სტაბილურად” ნარჩუნდება  ინფიცირებიდან 6 თვის განმავლობაში,“- გიორგი ფხაკაძე

პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც კოვიდგადატანილ ბავშვებში იმუნური სისტემის კარგი ადაპტაციის უნარზე საუბრობს:

კარგი და საინტერესო სიახლე: ახალი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ კოვიდინფიცირებულ ბავშვებში ანტისხეულები საკმაოდ „სტაბილურად” ნარჩუნდება ინფიცირებიდან 6 თვის განმავლობაში. სამწუხაროდ, მოზრდილებში ასე არ არის.

კოვიდგადატანილი ბავშვების იმუნური სისტემა უფრო კარგად „ადაპტირდება”.

გახსოვდეთ, რომ კოვიდგადატანილებში პოსტკოვიდი არსად წასულა.

დაიცავით ჩვენი პატარები, შეუქმენით მათ უსაფრთხო გარემო. გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, დაიცავით დისტანცია, გაანიავეთ დახურული სივრცეები და აიცერით.

ჯანმრთელობას გისურვებთ,“ - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.

წაიკითხეთ სრულად