Baby Bag

მოსწავლისადმი გარყვნილი ქმედებისთვის 65 წლის მასწავლებელს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

მოსწავლისადმი გარყვნილი ქმედებისთვის 65 წლის მასწავლებელს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მოსწავლეზე გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული მასწავლებელი ა.ვ. დამნაშავედ ცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 23 მარტს, ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელმა - მასწავლებელმა, 65 წლის ა.ვ.-მ არასრულწლოვან მოსწავლე გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
სამართალდამცველებმა ა.ვ. 2018 წლის 31 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გარყვნილი ქმედება, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში” სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

„მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში” სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, პროგრამა - „მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში” განკუთვნილია იმ პირთათვის, ვისაც აქვს სურვილი და მზაობა დასაქმდეს და ასწავლოს მაღალმთიან სოფლებსა და მცირეკონტიგენტიან სკოლებში.

ვინც ფლობს ბაკალავრის, ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს და არ არის დასაქმებული სკოლაში, გთხოვთ დარეგისტრირდეთ ვებ-გვერდზე tpdc.ge

მოქმედ მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან მაღალმთიან სოფლებსა და მცირეკონტიგენტიან სკოლებში, სურვილის შემთხვევაში, რეგისტრაციისთვის შეუძლიათ მიმართოთ საგანმანათლებლო რესურსცენტრებს.

წაიკითხეთ სრულად