Baby Bag

მოსწავლისადმი გარყვნილი ქმედებისთვის 65 წლის მასწავლებელს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

მოსწავლისადმი გარყვნილი ქმედებისთვის 65 წლის მასწავლებელს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მოსწავლეზე გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული მასწავლებელი ა.ვ. დამნაშავედ ცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 23 მარტს, ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელმა - მასწავლებელმა, 65 წლის ა.ვ.-მ არასრულწლოვან მოსწავლე გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
სამართალდამცველებმა ა.ვ. 2018 წლის 31 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გარყვნილი ქმედება, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

შეიძლება დაინტერესდეთ

ტრენინგი დიფერენცირებული და პროექტული მეთოდით სწავლება დაწყებით საფეხურზე

ტრენინგი დიფერენცირებული და პროექტული მეთოდით სწავლება დაწყებით საფეხურზე

7-8 სექტემბერს ტრენინგი დიფერენცირებული და პროექტული მეთოდით სწავლება დაწყებით საფეხურზე ჩატარდება. კურსი არის სხვადასხვა საგნის (გარემოს, ისტორიის....) მასწავლებლებისთვის. 

სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ​აქ.

ძირითადი საკითხები:

• დიფერენცირებული სწავლების მიდგომები, სტრატეგიები და ამოცანები.
• დიაგნოსტირება როგორც დიფერენცირების საფუძველი;
• მონაწილეების მიერ დიფერენცირებული გაკვეთილების დაგეგმვა/პრეზენტაცია და ტრენერის უკუკავშირი;
• პროექტული სწავლების მიდგომები, სტრატეგიები და ამოცანები;
• მონაწილეების მიერ პროექტული სწავლების აქტივობების დაგეგმვა/ პრეზენტაცია და ტრენერის უკუკავშირი.

კურსის ხანგრძლივობაა 2 დღე. ღირებულება 90 ლარი. 

წაიკითხეთ სრულად