Baby Bag

მოსწავლისადმი გარყვნილი ქმედებისთვის 65 წლის მასწავლებელს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

მოსწავლისადმი გარყვნილი ქმედებისთვის 65 წლის მასწავლებელს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მოსწავლეზე გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული მასწავლებელი ა.ვ. დამნაშავედ ცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 23 მარტს, ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელმა - მასწავლებელმა, 65 წლის ა.ვ.-მ არასრულწლოვან მოსწავლე გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
სამართალდამცველებმა ა.ვ. 2018 წლის 31 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გარყვნილი ქმედება, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - 2021 წლის შედეგები

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - 2021 წლის შედეგები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ ტესტირების შედეგებს დაწყებითი საფეხურის საგნებში (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება I-IV), ასევე ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიასა და სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.


შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება შედეგების გამოქვეყნების დასრულებისთანავე.

წაიკითხეთ სრულად