Baby Bag

გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა

გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა

,,გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა'' - აღნიშნულის შესახებ დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

როგორც მან ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, საუბარია იმ მასწავლებლებზე, რომლებიც ზაფხულში აჭარაში იმყოფებოდნენ:

„მოგახსენებთ, რომ ჩვენ ვიკვლევდით და ვიკვლევთ მასწავლებლებს, მაგრამ რატომღაც ისინი ოდნავ მოეშვნენ. დაახლოებით 2200 მასწავლებელია, ვინც ზაფხულში, განსაკუთრებით აგვისტოს მეორე ნახევარში აჭარაში იმყოფებოდა და ისინი საქართველოს ყველა რეგიონში გამოკვლევას დაექვემდებარნენ. 2200-დან გამოკვლევაზე მივიდა მხოლოდ 1011, ანუ 46% და 7 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამიტომ, ისევ და ისევ გთხოვთ ყველა რეგიონში მასწავლებლებს, ვინც ზაფხულის განმავლობაში, განსაკუთრებით აგვისტოში აჭარაში იყვნენ, მიბრძანდნენ გამოსაკვლევად. ამას სახელმწიფო თავის თავზე იღებს. დაუკავშირდნენ თავიანთი მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და გამოკვლევები ჩატარდება“, - დაძინა ამირან გამყრელიძემ.


შეიძლება დაინტერესდეთ

უმნიშვნელოვანესი სიახლე - მედიკამენტ მოლნუპირავირის ეფექტურობა დელტა ვირუსის წინააღმდეგ კვლევებით დადასტურდა

უმნიშვნელოვანესი სიახლე - მედიკამენტ მოლნუპირავირის ეფექტურობა დელტა ვირუსის წინააღმდეგ კვლევებით დადასტურდა

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ მედიკამენტ მოლნუპირავირის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მედიკამენტ მოლნუპირავირის ეფექტურობა დელტა ვირუსის წინააღმდეგ კვლევებით დადასტურდა.

„სავარაუდოდ, ის იქნება პირველი პრეპარატი, რომელიც მიიღებს უფლებას, აღმოჩნდეს აფთიაქების დახლებზე. ასევე დასრულების ფაზაშია კვლევები ფაიზერისა და როშეს პრეპარატებზე“, - აღნიშნა მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“.

წაიკითხეთ სრულად