Baby Bag

გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა

გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა

,,გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა'' - აღნიშნულის შესახებ დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

როგორც მან ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, საუბარია იმ მასწავლებლებზე, რომლებიც ზაფხულში აჭარაში იმყოფებოდნენ:

„მოგახსენებთ, რომ ჩვენ ვიკვლევდით და ვიკვლევთ მასწავლებლებს, მაგრამ რატომღაც ისინი ოდნავ მოეშვნენ. დაახლოებით 2200 მასწავლებელია, ვინც ზაფხულში, განსაკუთრებით აგვისტოს მეორე ნახევარში აჭარაში იმყოფებოდა და ისინი საქართველოს ყველა რეგიონში გამოკვლევას დაექვემდებარნენ. 2200-დან გამოკვლევაზე მივიდა მხოლოდ 1011, ანუ 46% და 7 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამიტომ, ისევ და ისევ გთხოვთ ყველა რეგიონში მასწავლებლებს, ვინც ზაფხულის განმავლობაში, განსაკუთრებით აგვისტოში აჭარაში იყვნენ, მიბრძანდნენ გამოსაკვლევად. ამას სახელმწიფო თავის თავზე იღებს. დაუკავშირდნენ თავიანთი მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და გამოკვლევები ჩატარდება“, - დაძინა ამირან გამყრელიძემ.


შეიძლება დაინტერესდეთ

,,არცერთი კოვიდ რთულადგადატანილი პაციენტი არაა ანტივაქსერი! ყველა ცდილობს საკუთარ მაგალითზე განუმარტოს დანარჩენებს...''

,,არცერთი კოვიდ რთულადგადატანილი პაციენტი არაა ანტივაქსერი! ყველა ცდილობს საკუთარ მაგალითზე განუმარტოს დანარჩენებს...''

,,არაექიმების ანტივაქსერობას გაგებით ვეკიდები და ვცდილობ მაქსიმალურად ავუხსნა ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში. ექიმი ანტივაქსერი ჩემთვის არაა ექიმი და პროფესიონალი. აქაც ვინც შემხვდება დავბლოკავ! მათ ჭკუის სწავლებას არავითარი აზრი აღარ აქვს'' - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია წერს. 

როგორც ექიმი აღნიშნავს, არც ჩვენთან და არც მთელ მსოფლიოში, არცერთი კოვიდ რთულადგადატანილი პაციენტი არაა ანტივაქსერი:

,,არც ჩვენთან და არც მთელ მსოფლიოში, არცერთი კოვიდ რთულადგადატანილი პაციენტი არაა ანტივაქსერი! ყველა ცდილობს საკუთარ მაგალითზე განუმარტოს დანარჩენებს...

...მაინცდამაინც სიკვდილის პირამდე უნდა მიხვიდეთ, რომ....?'' - დასძენს დავით გადელია. 

წაიკითხეთ სრულად