Baby Bag

გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა

გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა

,,გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა'' - აღნიშნულის შესახებ დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

როგორც მან ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, საუბარია იმ მასწავლებლებზე, რომლებიც ზაფხულში აჭარაში იმყოფებოდნენ:

„მოგახსენებთ, რომ ჩვენ ვიკვლევდით და ვიკვლევთ მასწავლებლებს, მაგრამ რატომღაც ისინი ოდნავ მოეშვნენ. დაახლოებით 2200 მასწავლებელია, ვინც ზაფხულში, განსაკუთრებით აგვისტოს მეორე ნახევარში აჭარაში იმყოფებოდა და ისინი საქართველოს ყველა რეგიონში გამოკვლევას დაექვემდებარნენ. 2200-დან გამოკვლევაზე მივიდა მხოლოდ 1011, ანუ 46% და 7 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამიტომ, ისევ და ისევ გთხოვთ ყველა რეგიონში მასწავლებლებს, ვინც ზაფხულის განმავლობაში, განსაკუთრებით აგვისტოში აჭარაში იყვნენ, მიბრძანდნენ გამოსაკვლევად. ამას სახელმწიფო თავის თავზე იღებს. დაუკავშირდნენ თავიანთი მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და გამოკვლევები ჩატარდება“, - დაძინა ამირან გამყრელიძემ.


შეიძლება დაინტერესდეთ

,,კოვიდის პირველი ნიშნების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ დაავადებას თქვენ აღარ ავრცელებთ და ჯანმრთელდებით''

,,კოვიდის პირველი ნიშნების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ დაავადებას თქვენ აღარ ავრცელებთ და ჯანმრთელდებით''

,,კოვიდის პირველი ნიშნების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ დაავადებას თქვენ აღარ ავრცელებთ და ჯანმრთელდებით. თუ PCR ტესტს გაიკეთებთ და ისევ დადებითი იქნებით, ეს არ ნიშნავს, რომ თავიდან დაგემართათ ან ისევ ავრცელებთ,'' - აღნიშნულის შესახებ რეზიდენტმა გიორგი ღოღობერიძემ ,,იმედის კვირაში'' განაცხადა. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წაიკითხეთ სრულად