Baby Bag

გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა

გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა

,,გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა'' - აღნიშნულის შესახებ დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

როგორც მან ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, საუბარია იმ მასწავლებლებზე, რომლებიც ზაფხულში აჭარაში იმყოფებოდნენ:

„მოგახსენებთ, რომ ჩვენ ვიკვლევდით და ვიკვლევთ მასწავლებლებს, მაგრამ რატომღაც ისინი ოდნავ მოეშვნენ. დაახლოებით 2200 მასწავლებელია, ვინც ზაფხულში, განსაკუთრებით აგვისტოს მეორე ნახევარში აჭარაში იმყოფებოდა და ისინი საქართველოს ყველა რეგიონში გამოკვლევას დაექვემდებარნენ. 2200-დან გამოკვლევაზე მივიდა მხოლოდ 1011, ანუ 46% და 7 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამიტომ, ისევ და ისევ გთხოვთ ყველა რეგიონში მასწავლებლებს, ვინც ზაფხულის განმავლობაში, განსაკუთრებით აგვისტოში აჭარაში იყვნენ, მიბრძანდნენ გამოსაკვლევად. ამას სახელმწიფო თავის თავზე იღებს. დაუკავშირდნენ თავიანთი მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და გამოკვლევები ჩატარდება“, - დაძინა ამირან გამყრელიძემ.


შეიძლება დაინტერესდეთ

ეს არის ერთ-ერთი ხშირი სიმპტომი კოვიდის გადატანის შემდეგ, რომელსაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება

ეს არის ერთ-ერთი ხშირი სიმპტომი კოვიდის გადატანის შემდეგ, რომელსაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავირუსის გადატანის შემდეგ ხშირ სიმპტომზე, უძილობაზე საუბრობს. მისი თქმით, აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება ამ პრობლემას. 

,,კოვიდის გადატანის შემდეგ პაციენტებს ხშირად აქვთ ნევროლოგიური, ფსიქიატრიული პრობლემები. ერთ-ერთი კვლევით ყოველ მეხუთე კოვიგადატანილს აქვს ამ ტიპის პრობლემები. თუ უძილობამ ხანგრძლივი და სერიოზული სახე მიიღო, აუცილებელია ექიმის დახმარება. უძილობის არ უნდა შეგვეშინდეს, თუმცა მას სჭირდება შესაბამისი რეაგირება იმ მხრივ, რომ უძილობა სერიოზული დატვირთვაა ორგანიზმისთვის, შრომისუნარიანობასა და ცხოვრების ხარისხს მკვეთრად აქვეითებს. ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს,'' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი. 

ნახეთ ვიდეო ☝️

იხილეთ ასევე - როგორ მოუღო ბოლო უძილობას!

წაიკითხეთ სრულად