Baby Bag

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ვინც სახლშია, მიიღოს ბევრი წყალი, იმოძრაოს და ასევე, მიიღოს ლიმონი, რომელსაც სისხლის გამათხელებელი შეიძლება ვუწოდოთ''

,,ვინც სახლშია, მიიღოს ბევრი წყალი, იმოძრაოს და ასევე, მიიღოს ლიმონი, რომელსაც სისხლის გამათხელებელი შეიძლება ვუწოდოთ''

„ვინც სახლში გადის მკურნალობას, პირველ რიგში წყლის მიღებაა ყველაზე კარგი. ასევე აუცილებელია მოძრაობა. კორონავირუსს საშინელი სისუსტე ახასიათებს, ადამიანს განძრევაც კი არ უნდა, მიუხედავად ამისა, თავს ძალა უნდა დავატანოთ და ბევრი ვიმოძრაოთ. არის გარკვეული ვარჯიშები, რომლებიც უნდა შევასრულოთ. ასევე გაციების დროს ლიმონიანი ჩაი კარგია... ასე რომ, ვინც სახლშია, მიიღოს ბევრი წყალი, იმოძრაოს და ასევე, მიიღოს ლიმონი, რომელიც სისხლის გამათხელებელია“, - აღნიშნულის შესახებ ,,იმედის დილის'' ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. 


წაიკითხეთ სრულად