Baby Bag

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ გადმოვწეროთ და დავაინსტალიროთ Teams-ის აპლიკაცია - ვიდეო

როგორ გადმოვწეროთ და დავაინსტალიროთ Teams-ის აპლიკაცია - ვიდეო

თიმსში მუშაობისთვის გირჩევთ, რომ ბრაუზერიდან გახსნილი თიმსის ნაცვლად ისარგებლოთ თიმსის აპლიკაციით.

ხშირად თიმსის ახალი ფუნქციონალის „ვერ ჩართვის“ მიზეზი სწორედ ისაა, რომ ბრაუზერიდან ცდილობენ ჩართვას და არა აპლიკაციიდან.

იხილეთ ვიდეო, თუ როგორ გადმოწეროთ აპლიკაცია

თიმსში მუშაობისთვის რეკომენდებულია მისი აპლიკაციით სარგებლობა.

როდესაც თიმსი ბრაუზერიდან არის გახსნილი, შესაძლოა, არ ჰქონდეს ის ფუნქციები, რაც მაგალითად, თიმსის აპლიკაციას. ერთ-ერთი  ასეთია ახალი ფუნქციონალის ჩართვა.

ამიტომ, როდესაც მუშაობთ თიმსში, დააკვირდით, რა გაქვთ გახსნილი, ბრაუზერი თუ აპლიკაცია.

ფოტოებზე მოცემულია განსხვავება ბრაუზერიდან გახსნილ თიმსსა და აპლიკაციით გახსნილ თიმსს შორის.

წაიკითხეთ სრულად