Baby Bag

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ისრაელი უკვე აღარაა სამაგალითო ქვეყანა დიდი ხანია''

,,ისრაელი უკვე აღარაა სამაგალითო ქვეყანა დიდი ხანია''
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმეგოვი სოციალურ ქსელში ვაქცინაციის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

,,ისრაელის მაგალითით ხშირად გვიპირისპირდებიან ვაქცინებისადმი კრიტიკულად განწყობილი ხალხი, აი ხომ ხედავთ იქ ისევ მაღალია შემთხვევები და შედარებით მაღალია სიკვდილიანობა.

ისრაელი უკვე აღარაა სამაგალითო ქვეყანა დიდი ხანია, ევროპის და მსოფლიოს ბევრმა სახელმწიფომ გადაუსწრო მათ ვაქცინაციის მოცვის ხარისხით.

ერთი რამე თვალსაჩინო და უდაოა, ქვეყნებში სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები 70%-ზე მეტია, პანდემია დასრულებულია.

აი-👍 და დაასრულე პანდემია!'' - აღნიშნავს ბიძინა კულუმეგოვი. 

წაიკითხეთ სრულად