Baby Bag

,,ხვალ საკრალური დღეა...ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა აანთოთ სანთელი, ილოცოთ და თუ გინდათ ჩაუთქვით თქვენი სურვილები''

მიხეილ ცაგარელი კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს გთავაზობთ. მისი თქმით, ხვალ საკრალური დღეა - შემოდგომის დღეღამტოლობა გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა აანთოთ სანთელი, ილოცოთ და თუ გინდათ ჩაუთქვით თქვენი სურვილები:

,,გვაქვს კვირა, რომელშიც დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადადის. ეს უკვე კარგია იმიტომ, რომ კარგად იმოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობასა და გუნება-განწყობაზე. ამ მხრივ სასიკეთო ტენდენციების მატარებელია. დღეს მაქსიმალურად მოერიდეთ ხალხის მასასთან ურთიერთობას. თვალის აღების ალბათობა მაღალია, ამიტომ ცოტა ყურადღებით უნდა ვიყოთ, მით უმეტეს, საეჭვო ადამიანებთან. 

ხვალ საკრალური დღეა - შემოდგომის დღეღამტოლობა გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა აანთოთ სანთელი, ილოცოთ და თუ გინდათ ჩაუთქვით თქვენი სურვილები. ესეთი საკრალური დღე 4 გვაქვს წელიწადში, ზამთრისა და ზაფხულის ბუნიაობა და დღეღამტოლობა. ეს არის დღე, როდესაც ოდითგანვე საქართველოში და საერთოდ მსოფლიოში დიდ ყურადღებას აქცევდნენ, სანთლები ინთებოდა, განსაკუთრებული დღესასწაულები იმართებოდა იმიტომ, რომ დღე და ღამე ტოლია, ზუსტად ახლა გვაქვს ბალანსი ენერგეტიკულ სამყაროში. 

გაითვალისწინეთ, დღეღამტოლობა ხდება მაშინ, როდესაც მზე ტოვებს ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს, მეტად პრაგმატულ ნიშანს და გადადის ფანტაზიებითა და მშვიდობიანობით აღსავსე დიპლომატიურ და ესთეტიურ სასწორში, მთელი თვით. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს შორის კომპრომისების უნარი მოიმატებს, არ იქნება იდეის დამტკიცების ტენდენცია, მოიმატებს ოპტიმიზმი, ხელოვნების, პოეზიისა და ლიტერატურისადმი განსაკუთრებული სწრაფვა. მოიმატებს სამართლიანობის ელემენტი...'' - აღიშნავს მიხეილ ცაგარელი. 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,უნდა გავითავისოთ, რომ ცეცხლს ვეთამაშებით და დავიცვათ 5 მთავარი რეკომენდაცია''

,,უნდა გავითავისოთ, რომ ცეცხლს ვეთამაშებით და დავიცვათ 5 მთავარი რეკომენდაცია''

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მესამე ტალღის საშიშროებაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 5 მთავარი რეკომენდაციის დაცვა აუცილებელია: 

,, საშიშროება არის მესამე ტალღის, რადგან გაჩნდა საკმაოდ მოზრდილი კლასტერები. ეს არის წინა ეტაპი ქვეყნის შიგნით ვირუსის გავრცელების. ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ცეცხლს ვეთამაშებით და დავიცვათ 5 მთავარი რეკომენდაცია:

1. პირბადის უნივერსალური ტარება;

2. დისტანციის დაცვა;

3. სანიტარული წესრიგის დაცვა;

4. თავის შეკავება შეკრებებისგან;

5. იმუნიზაციის პროცესის გაინტენსიურება.'' - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

წყარო: ,,პოლიტ მეტრი''

წაიკითხეთ სრულად