Baby Bag

სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება არ მიღებულა

სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით რაიმე განსხვავებული გადაწყვეტილება არ მიღებულა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ სწავლასთან დაკავშირებულ პროტოკოლებში ცვლილებები შევიდეს:

„უსაფრთხოების პროტოკოლები საკმაოდ დეტალურია. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება გარკვეული მოდიფიკაციები შევიდეს, თუ ახალ რეკომენდაციას მოგვცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ეს ცოცხალი პროცესია და რა საერთაშორისო რეკომენდაციაც იქნება, ის აისახება. რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღს, დღეს ამასთან დაკავშირებით რაიმე განსხვავებული გადაწყვეტილება არ მიღებულა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყა​რო“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, რა ვითარება იქნება შემოდგომაზე და სწავლის დაწყების თარიღისთვის მივიღოთ დამატებითი გადაწყვეტილებები''

,,მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, რა ვითარება იქნება შემოდგომაზე და სწავლის დაწყების თარიღისთვის მივიღოთ დამატებითი გადაწყვეტილებები''

„დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რისკი იმისა, რომ არ დაიწყოს სწავლა, არ არსებობს,'' - აღნიშულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, დააკვირდნენ, რა ვითარება იქნება შემოდგომაზე:

„ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომელიც თავის მხრივ მუშაობს სასწავლო დაწესებულებებთან ერთად. დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რისკი იმისა, რომ არ დაიწყოს სწავლა, არ არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ ეპიდვითრებას, რა ვითარება იქნება შემოდგომაზე და უკვე კონკრეტულად, სწავლის დაწყების თარიღისთვის მივიღოთ დამატებითი გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.


წაიკითხეთ სრულად