Baby Bag

ზუგდიდში 14 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა - ინფიცირების წყარო კი რეპეტიტორია

ზუგდიდში 14 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა - ინფიცირების წყარო კი რეპეტიტორია

ზუგდიდში 14 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სოფლის სამ სკოლაში სწავლა ონლაინ, დისტაციურ რეჟიმში გაგრძელდება. 

როგორც  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა, ყველა მათგანის ინფიცირებული წყარო რეპეტიტორია, რომელიც, თავის მხრივ, ე.წ. ,,ოქროს ბირჟის'' კლასტერს წარმოდგენს:

„რეგიონის მასშტაბით აღებულ იქნა 200 ტესტი, აქედან გვაქვს 20 დადებითი პასუხი, მათგან 1 ოკუპირებული საბერიოს შემთხვევაა, 1 მარტვილელია, 3 არის ფოთის მცხოვრები, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ ბათუმთან. 15 არის ზუგდიდში, რომელთაგან 14 არასრულწლოვანია და მათი ინფიცირება მოხდა რეპეტიტორისგან. ეს მასწავლებელი კი „ოქროს ბირჟის“ კლასტერია. მეთხუთმეტე ზუგდიდის მკვიდრია და არის ასევე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი,'' - დასძინა მალხაზ თორიამ. 


შეიძლება დაინტერესდეთ

„საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როცა 12 წლის ბავშვი აიცრა, მას სპეციალური ჩვენება ჰქონდა“ - პაატა იმნაძე

„საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როცა 12 წლის ბავშვი აიცრა, მას სპეციალური ჩვენება ჰქონდა“ - პაატა იმნაძე

​„საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როცა 12 წლის ბავშვი აიცრა. ამ ბავშვს სპეციალური ჩვენება ჰქონდა, ამიტომ აიცრა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„ბავშვებთან დაკავშირებით ისევ და ისევ „ფაიზერს“ უწერია თავის ახალ ინსტრუქციაში, რომ 12 წლიდან შესაძლებელია აცრა. ამავე დროს, რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიღო ეს ოფიციალურად. ჩვენ ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 12 წლიდან დაშვებული იქნება აცრები. როგორც კი ეს იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან, ჩვენთანაც დავწევთ შესაბამის ვაქცინებზე ასაკს. თუმცა, საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როცა 12 წლის ბავშვი აიცრა. ამ ბავშვს სპეციალური ჩვენება ჰქონდა, ამიტომ აიცრა. პერსონალურ ინფორმაციას ვერ გავცემ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

წაიკითხეთ სრულად