დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლაში ინფიცირების შემთხვევის გამოვლენისას სკოლის ხელმძღვანელობა ეპიდემიოლოგიებთან ერთად მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ყველა სკოლაში უნდა დაიცვან წესები და პროტოკოლები:
„მოგეხსენებათ, რომ გუშინ სწავლა დაიწყო საქართველში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები მივიდნენ სკოლებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. განათლების გარეშე არაფერი არ არსებობს. ყველა სკოლაში უნდა დაიცვან ის წესები და პროტოკოლები, რაც შემუშავებულია. თუ რამე ხდება და მოსალოდნელია, რა თქმა უნდა, ინფიცირების შემთხვევა, გადაწყვეტილება - სკოლის დახურვა, სართულის დახურვა თუ საკლასო ოთახის დახურვა, უნდა იქნას მიღებული სკოლის ხელმძღვანელობის და ეპიდემიოლოგიების ერთობლივი განხილვისა და გადაწყვეტილების საფუძველზე,“ - განაცხადა უწყებათაშორისი საკოორინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ.