Baby Bag

,,მორჩა! ჯანდაცვის სისტემას ყველას დახმარება აღარ შეუძლია!'' - თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგს კორონავირუსი დაუდგინდა

,,მორჩა! ჯანდაცვის სისტემას ყველას დახმარება აღარ შეუძლია!'' - თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგს კორონავირუსი დაუდგინდა

თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგს მაკა სახურიას კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,გამოვიძახე სასწრაფო. წნევის გაზომვა მინდოდა უპირველესად, რადგან საფეთქლებზე მაწვება საშინლად. არ მიშველა კაპტოპრილმა და ტკივილგამაყუჩებლებმა. მეშინია სისხლძარღვებისა და გულის. ჩემი წნევის აპარატი ახლობელს მივუტანე ამასწინათ და დარჩა იქ. მოვიდა სასწრაფო. წნევას მხოლოდ თქვენი აპარატით თუ გაგიზომავთო. ჩვენსას ვერ მოვიხმართო. დამარჭეს ანალგინ-დიმედროლი. დარეკეს ცენტრში და პასუხად მივიღეთ, რომ არსად კლინიკაში არაა ადგილი. ამ ვირუსის ფართო გავრცელება ამიტომ იყო საშიში. მორჩა! ჯანდაცვის სისტემას ყველას დახმარება აღარ შეუძლია!'' - აღნიშნავს მაკა სახურია. 


შეიძლება დაინტერესდეთ

მთავრობამ გადასახადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

მთავრობამ გადასახადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

,,ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში - მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსდება გადასახადები,'' - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 

მისი თქმით, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც.

„აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც. ეს დახმარება რომელზე გადაწყვეტილებაც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ, პირდაპირ არის მიმართული თითოეულ მოქალაქეზე. გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენს შემთხვევაში უკიდურესად მნიშვნელოვანია, რაციონალურად გამოვიყენოთ თითოეული ლარი, რომლის მობილიზებაც დღეის მდგომარეობით მოხერხდა ბიუჯეტში და ეს არის 2 მლრდ ლარი ეკონომიკის, მოქალაქეების პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით, ხოლო 351 მლნ ლარი covid 19-თან ჯანდაცვის თვალსაზრისით პირდაპირი ბრძოლის კონტექსტში", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად