Baby Bag

,,მორჩა! ჯანდაცვის სისტემას ყველას დახმარება აღარ შეუძლია!'' - თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგს კორონავირუსი დაუდგინდა

,,მორჩა! ჯანდაცვის სისტემას ყველას დახმარება აღარ შეუძლია!'' - თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგს კორონავირუსი დაუდგინდა

თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგს მაკა სახურიას კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,გამოვიძახე სასწრაფო. წნევის გაზომვა მინდოდა უპირველესად, რადგან საფეთქლებზე მაწვება საშინლად. არ მიშველა კაპტოპრილმა და ტკივილგამაყუჩებლებმა. მეშინია სისხლძარღვებისა და გულის. ჩემი წნევის აპარატი ახლობელს მივუტანე ამასწინათ და დარჩა იქ. მოვიდა სასწრაფო. წნევას მხოლოდ თქვენი აპარატით თუ გაგიზომავთო. ჩვენსას ვერ მოვიხმართო. დამარჭეს ანალგინ-დიმედროლი. დარეკეს ცენტრში და პასუხად მივიღეთ, რომ არსად კლინიკაში არაა ადგილი. ამ ვირუსის ფართო გავრცელება ამიტომ იყო საშიში. მორჩა! ჯანდაცვის სისტემას ყველას დახმარება აღარ შეუძლია!'' - აღნიშნავს მაკა სახურია. 


შეიძლება დაინტერესდეთ

,,თუ ამ ერთ თვეში ვერ შეჩერდა ვირუსის გავრცელება და გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა, რამდენი დადგება სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე?''

,,თუ ამ ერთ თვეში ვერ შეჩერდა ვირუსის გავრცელება და გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა, რამდენი დადგება სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე?''

,,მეგონა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ბევრ სათუო საკითხს მკაფიობას შესძენდა. ორაზროვანი რეკომენდაციები, მიკიბ-მოკიბული საუბრები სიტუაციას არ შველის!

საქმე მარტივადაა, რამდენი ოჯახი გაუძლებს ამ ერთ თვიან იზოლაციას? ჩემს ირგვლივ არაერთი უკვე უშემოსავლოდ დარჩა. თუ ამ ერთ თვეში ვერ შეჩერდა ვირუსის გავრცელება და გაგრძელდება საგანგებო, რამდენი დადგება სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე?

თითოეულის მოვალეობაა მხოლოდ საკუთარ სულიერ სიმშვიდეზე არ იფიქროს. ბავშვები, მოხუცები საკუთარ თავზე ვერ ზრუნავენ, ისინი ჩვენზე არიან დამოკიდებულები. ჩვენი უგონო საქციელით მათ ვიმეტებთ ავადმყოფობისთვის, შიმშილისთვის, სიკვდილისთვის.

ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც თქვენი თავისუფლება იწყება და პირიქით. ჰოდა, დარჩით სახლში, ვიზრუნოთ ერთმანეთზე!''


მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.

წაიკითხეთ სრულად