Baby Bag

დღეს საქართველოში გამოჯანმრთელებულების რაოდენობამ ინფიცირებულების რაოდენობას გადააჭარბა

დღეს საქართველოში გამოჯანმრთელებულების რაოდენობამ ინფიცირებულების რაოდენობას გადააჭარბა

დღეს საქართველოში გამოჯანმრთელებულების რაოდენობამ ინფიცირებულების რაოდენობას გადააჭარბა. კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 2 906 შეადგენს.  

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 37 263 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 19 810. 

ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 285-ს შეადგენს.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ​ჯგუფი“)

„ეს სიმპტომები პრაქტიკულად ნიშნავს, რომ გაქვთ კოვიდი და ტესტირებაზე დროის, ფულის და ძალისხ...
ექიმი თერაპევტი სოფიო ბერიძე Covid-19-ის სიმპტომებთან და მოქალაქეების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. ამასთან იგი მოსახლეობას საყურადღებო რჩევებს...
,,ეს მოხდება ნოემბრიდან შემდეგი ოთხი თვის განმავლობაში და როგორც წინა ეტაპზე, შეეხება თითო...
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის ანტიკრიზისული მხარდაჭერის გეგმის მესამე ტალღაზე ისაუბრა. მისი თქმით, ანტიკრიზისული მხარდაჭერის გეგმის მესამე ტალღა როგორც ბიზნესის...

შეიძლება დაინტერესდეთ

17 წლამდე ბავშვები ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ

საქართველოს 17 წლამდე მოქალაქეები სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ეკონომიკურ კრიზისში ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში 17 წლამდე ბავშვებს, სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება ბავშვების კრიზისში და რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყებამდე, ასევე სასწავლო წლის დაწყების პროცესში. რომ შევაჯამოთ, საქართველოს ყველა მოქალაქე 17 წლამდე ბავშვი, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერისა და სასწავლო წლის დაწყების პროცესში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

წაიკითხეთ სრულად