Baby Bag

მაშველებმა გადაარჩინეს 3 წლის გოგონა, რომელიც მიწისძვრიდან 65 საათის განმავლობაში ნანგრევებში იყო

თურქეთში მაშველებმა გადაარჩინეს 3 წლის გოგონა, რომელიც მიწისძვრიდან 65 საათის განმავლობაში ​ნანგრევებში იყო.

ელიფ ფერინჩეკი 106-ე ადამიანია, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მიწისძვრიდან დაახლოებით 23 საათის შემდეგ ელიფის დედა, 10 წლის ტყუპები და 7 წლის ძმაც ცოცხალი ამოიყვანეს. პატარა ძმა გარდაიცვალა, დედა და ტყუპები კი საავადმყოფოში მკურნალობენ.

თურქეთში, იზმირის პროვინციაში მომხდარი 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა და 962 დაშავდა.

შეიძლება დაინტერესდეთ

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა

თბილისში, პეკინის გამზირზე სამი წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს და დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი იყო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში 3-წლიანი მკურნალობა დაენიშნა.

შეგახსენებთ, რომ 3 წლის ბავშვი გამვლელმა ქალმა 27 აგვისტოს დაჭრა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად პეკინის გამზირზე მიდიოდა. ქალი მოულოდნელად მივარდა ბავშვთან და სახის არეში ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა. პოლიციამ მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებული 28 აგვისტოს დააკავა.


წაიკითხეთ სრულად